არსებობს შემდეგი სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები: 

  • ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, რომლებიც მოპასუხეს ეკუთვნის და არის მასთან ან სხვა პირთან;
  • მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა;
  • მოპასუხის დავალდებულება, გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ნივთი აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით;
  • სხვა პირებისათვის აკრძალვა იმისა, რომ მოპასუხეს გადასცენ ქონება ან შეასრულონ მის მიმართ რაიმე ვალდებულება;
  • ყადაღისაგან ქონების განთავისუფლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში, აღნიშნული ქონების რეალიზაციის შეჩერება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
  • სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, ორგანიზაციის ან თანამდებობის პირის სადავო აქტის მოქმედების შეჩერება;
  • ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გასაჩივრების შემთხვევაში-აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება, დავაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;