თქვენ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, შეგიძლიათ მიმართოთ იუსტიციის სახლს და  მოითხოვოთიძულებითი აღსრულება.

ამისათვის აუცილებელი პირობებია:

  • გამოითხოვოთ შსს- მომსახურების სააგენტოდან გირავნობის მოწმობა;
  • შეაფასებინოთ ექსპერტს/აუდიტს გირავნობის საგანი;
  • შეფასების დასკვნის შესაბამისად გადაიხადოთ აღსრულების საფასური შეფასების 1% (არანაკლებ 100ლარისა);
  • იუსტიციის სახლში წარმოადგინოთ გირავნობის მოწმობა, შეფასების დასკვნა, აღსრულების საფასურისგადახდის დამადასტურებელ ქვითარი, თქვენი პირადობის მოწმობა და რწმუნებულება (მინდობილობა) -წარმომადგენლობის შემთხვევაში იძულებითი აღსრულების დასაწყებად
  • განცხადება იძულებითი აღსრულების მიზნით სააღსრულებო დოკუმენტის წარმოებაში მიღების შესახებივსება იუსტიციის სახლის თანამშრომლის მიერ ელექტრონული პროგრამის მეშვეობით.

 გირავნობის მოწმობის წარდგენის მართლზომიერებაზე პასუხისმგებელია მოგირავნე.