უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადებისათვის მიმართეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებს და იუსტიციის სახლს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება ლექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია (თუმცა ამონაწერი ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს).

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

 

 

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

1 სამუშაო დღეში

20 ლარი

განცხადების შეტანის დღეს

75 ლარი

 სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

შენიშვნა:  სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მათ საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამონაწერი მომზადების მოთხოვნისას აღნიშნული მომსახურება ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.