რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ივსება ელექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის მიერ);
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;                            

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.