დაინტერესებულ პირს შესაძლოა, საკუთრებაში ჰქონდეს რამდენიმე უძრავი ნივთი (მიწის ნაკვეთი, ბინა ერთეული). იმ შემთხვევში, თუ დაინტერესებულ პირს სურს, რომ საკუთრების უფლების ობიექტი იყოს არა ერთი, არამედ რამდენიმე უძრავი ნივთი, მას შეუძლია, მოახდინოს ერთი უძრავი ნივთის დაყოფა და მოითხოვოს დაყოფის შედეგად ფორმირებულ უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტარცია.

ამავე დროს, დაინტერსებულ პირს შესაძლოა, ჰქონდეს უძრავი ქონების დაყოფის ინტერესი, იმ შემთხვევაში, როდესაც მას სურს, გაასხვისოს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ნაწილი, როგორც დამოუკიდებელი უფლების საგანი.

უძრავი ქონების დაყოფის საფუძველზე ფორმირებულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:    

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);      
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;       
  3. სათანადო წესით (სანოტარო წესით ან საჯარო რეესტრში უფლებამოსილი პირის მიერ) დამოწმებული მესაკუთრის ნების გამოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი უძრავი ნივთის დაყოფის შესახებ;
  4. უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად ფორმირებული ობიექტების ამსახველი საკადასტრო აზომვითი ნახაზი ((მიწის ნაკვეთების გაერთიანების შემთხევაში) საკადასტრო აღწერის შედეგი (საკადასტრო აზომვითი ნახაზი) წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, კერძოდ WGS 84 კოორდინატთა სისტემასა და UTM პროექციაში. მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ციფრული ვერსია წარმოდგენილ უნდა იქნეს (shp) ფაილის სახით) ან შიდა აზომვითი ნახაზი (ბინა ერთეულის დაყოფის შემთხვევაში);

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შენიშვნა: მომსახურების საფასურის გადახდა შესაძლებელია იუსტიციის სახლში;

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

50 ლარი

1 სამუშაო დღეში

150 ლარი

იმავე დღეს

200 ლარი

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და ერთეული უფლების მიხედვით, ანუ რამდენი უძრავი ნივთიც ფორმირდება დაყოფის შედეგად, იმდენი მომსახურების საფასური უნდა იქნეს გადახდილი.

იმ შემთხვევაში, თუ დაყოფის შედეგად ფორმირებული უძრავი ნივთების მესაკუთრეა სახელმწიფო ან თვითმმართველი, მომსახურება ხორციელდება, "საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.