უძრავ ქონებაზე იდენტიფიცირებული მესაკუთრის მიხედვით ინფორმაციის მომზადებისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.                   

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია ასახავს მხოლოდ მისი მომზადების მომენტისათვის არსებულ მონაცემებს.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

 

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

13 ლარი

1 სამუშაო დღეში

26 ლარი

განცხადების შეტანის დღეს

39 ლარი

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

შენიშვნა:  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური გადაიხდება პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რაოდენობის შესაბამისად (თითოულ საკუთრების საგანზე ცალ-ცალკე).

საჯარო დაწესებულების მოთხოვნის შემთხვევაში  აღნიშნული მომსახურება ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.