საკადასტრო რუკის ქაღალდის ვერსიის მომზადებისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება ;
  2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართავს დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.                   

საკადასტრო რუკაზე მონაცემები შეიძლება დატანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

 

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

1 გვერდი-13 ლარი

1 სამუშაო დღეში

1 გვერდი-26 ლარი

 

ელექტრონული ვერსიის მომზადების საფასური:

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

ელექტრონული ვერსიისა - 10000 მ2 (1 ჰა)-ზე - 7 ლარი

1 სამუშაო დღეში

ელექტრონული ვერსიისა - 10000 მ2 (1 ჰა)-ზე - 14 ლარი

 

სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.

 

შენიშვნა:  საჯარო დაწესებულების მოთხოვნის შემთხვევაში  აღნიშნული მომსახურება ხორციელდება „საჯარო რეესტრის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე.