საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2012 წლის 1 აპრილამდე შეტანილ მიწის ნაკვეთის ლეგალიზების შესახებ სარეგისტრაციო განცხადებებზე, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (აგრეთვე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, რომელთაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის შეცვლილი აქვთ მიზნობრივი დანიშნულება და გადაყვანილი არიან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში) ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1 იანვრამდე კანონის დარღვევით შედგენილი: მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია.

იმ შემთხვევაში, როდესაც კანონის დარღვევითაა შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია, ,,უძრავი ქონების ლეგალიზების შესახებ,, საქართველოს კანონი დაინტერსებულ პირს აძლევს შესაძლებლობას მოიპოვოს საკუთრების უფლება აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე. ლეგალიზების საფასური ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე შეადგენს 15 ლარს.

უძრავი ქონების ლეგალიზების საფუძლველზე საკუთრების უფლების  რეგისტრაციისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.  თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:    

  1. განცხადება (ივსება ლექტრონულად, განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ);      
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი;   
  3.  ლეგალიზების საფუძველი (2007 წლის 1 იანვრამდე კანონის დარღვევით შედგენილი: მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი; მიწის (უძრავი ქონების) სარეგისტრაციო მოწმობა; მებაღეობის ამხანაგობის მიერ გაცემული წიგნაკი; საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომელშიც გაცემის საფუძვლად მითითებულია ზემოთაღნიშნული დოკუმენტაცია.)
  4. ლეგალიზების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;  
  5. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.