Monday, 28 March 2016

იუსტიციის სამინისტრომ პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება დაიწყო

იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისას ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. მომზადდა სპეციალური ბროშურა, სადაც უვიზო მიმოსვლის წესები და რეგულაციებია განმარტებული, რათა საქართველოს მოქალაქეს აღნიშნულ თემაზე საჭირო ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს. იუსტიციის სახლის ფილიალებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში პასპორტის აღებისას უკლებლივ ყველა მოქალაქეს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესახებ მომზადებული ბროშურა გადაეცემა; ოპერატორებმა კი სპეციალური ტრენინგი გაიარეს, რათა აღნიშნულ საკითხზე მოქალაქეებს მათთვის საინტერესო ნებისმიერი ნიუანსი ადგილზე განუმარტონ.

Monday, 17 October 2016

იუსტიციის სახლი სოციალურად დაუცველ მშობლებს და მათ ახალშობილებს დღეიდან ახალ სერვისს შესთავაზებს

კეთილი იყოს შენი მობრძანება“ იუსტიციის სახლის ახალი პროექტია, რომელიც დღეს ამოქმედდა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. სერვისი სოციალურად დაუცველ ოჯახებში (100 000-მდე ქულა) დაბადებული ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ის საქართველოს 19-ვე იუსტიციის სახლში ჩვილის დაბადების მოწმობასთან ერთად გაიცემა. სერვისი სპეციალური შეფუთვით პირველადი დანიშნულების ნივთების, ჰიგიენური საშუალებებისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ რეკომენდებული საკვები დანამატის საჩუქრად გადაცემას ითვალისწინებს.

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სისტემის ინფრასტრუქტურა და სერვისები შშმ პირებისათვის ყველაზე მეტად ადაპტირებულია

ყველასათვის თანაბრად ხელმისაწვდომი სერვისები და მაქსიმალურად ადაპტირებული გარემო − იუსტიციის სამინისტროს სისტემა შშმ პირებისათვის საკუთარ სივრცესა და მომსახურებას უფრო ხელმისაწვდომს და უკეთ ადაპტირებულს ხდის. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს იუსტიციის მინისტრი შშმ პირების საჭიროებებზე ყველაზე უკეთ მორგებულ საჯარო უწყებას − იუსტიციის სახლს ეწვია. თეა წულუკიანმა უსინათლო პირებისათვის სპეციალურად მოწყობილი გარემო დაათვალიერა და სპეციალურად მოწყობილ სადემონსტრაციო სივრცეში ყველა იმ სერვისის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სპეციალურად შშმ პირებისათვის შეიქმნა.

Monday, 17 July 2017

„განიკურნე!“- კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლში სკრინინგი ჩატარდა

„განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში იუსტიციის სახლის თანამშრომლებსა და ვიზიტორებს C ჰეპატიტზე სკრინინგი ჩაუტარდათ. პროცესის მიმდინარეობას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული იუსტიციის სახლის დირექტორ გივი აზაურაშვილთან ერთად დაესწრო. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტთა 2 ჯგუფი კვლევებს სწრაფი-მარტივი ტესტების საშუალებით, მთელი დღის განმავლობაში აკეთებდა, მიღებულ ინფორმაციას კი, ახლად შემუშავებულ C ჰეპატიტის სკრინინგის ანგარიშგების ელექტრონულ სისტემაში ათავსებდა. იუსტიციის სახლში გამართულ სკრინინგის აქციაში ათეულობით ადამიანი ჩაერთო.

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში ატესტატების გაცემა დაიწყო

სკოლადამთავრებულებს დღეიდან საქართველოს იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე იუსტიციის სახლის აღმსარულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, განაცხადეს, მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს - სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს - უფასოდ მიიღებენ.