იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით და ვალდებულებებითვის დამოუკიდებლად აგებს პასუხს თავისი ქონებით.

იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

რეგისტრაცია არის სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით. 

კანონმდებლობით დადგენილია შემდეგი სამართლებრივი ფორმები:

  1. ინდივიდუალური მეწარმე;
  2. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს;
  3. სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სპს;
  4. კომანდიტური საზოგადოება - კს;
  5. სააქციო საზოგადოება - სს;
  6. კოოპერატივი.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია რეგისტრირებული პირის განცხადება გაუქმების მოთხოვნით, ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალება, გარდაცვლილად გამოცხადება, ქმედუუნაროდ აღიარება.

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია განცხადების წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში, ან იმავე დღეს დაჩქარებული მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში.

 

განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (სუბიექტის პარტნიორი/დამფუძნებელი, ხელმძღვანელობასა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პი­რის წარმომად­გე­ნე­ლი.

ინდივიდუალური მეწარმის რეგსიტრაციის გაუქმების მოთხოვნა მისი გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების ან ქმედუუნაროდ აღიარების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი პირის მიერ.

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის გაუქმებისათვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:                                                

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);             
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. იურიდიული პირის შემთხვევაში - რეგისტრაციის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტი (პარტნიორთა/დამფუძნებელთა გადაწყვეტილება რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც მიღებული იქნება საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით, სასამართლოს გადაწყვეტილება ან სხვა, ხოლო ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში გარდაცვალების, გარდაცვლილად, უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადების დამადასტურებელი დოკუმენტი)
  4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი.

 სარეგისტრაციო დოკუმენტი შესაძლებელია დამოწმებულ იქნეს როგორც სანოტარო წესით, ისე საგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა).

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

 

 

 

ომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

1 სამუშაო დღეში

20 ლარი

იმავე დღეს

50 ლარი

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.