იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც მოქმედებს საკუთარი სახელით და ვალდებულებებითვის დამოუკიდებლად აგებს პასუხს თავისი ქონებით;

იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რეესტრში;

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი წარმოადგენს მონაცემთა ერთობლიობას მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ.

რეგისტრაცია გულისხმობს სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

  • შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - შპს;
  • სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება - სპს;
  • კომანდიტური საზოგადოება - კს;
  • სააქციო საზოგადოება - სს;
  • კოოპერატივი.

ძირითადი განსხვავება გამოწვეულია პარტნიორთა ქონებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებით. კერძოდ, სააქციო საზოგადოების აქციონერთა, კოოპერატივის მეპაიეთა და შპს-ის პარტნიორთა პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანის პროპორციულად, ხოლო სპს-ის პარტნიორები პასუხს აგენენ არა მხოლოდ შენატანით, არამედ მთელი ქონებით, სრულად, პირადად და სოლიდარულად. კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა ნაწილი საზოგადოების ვალდებულებებისთვის შპს-ის პარტნიორთა მსგავსად შეზღუდულად აგებს პასუხს (კომანდიტი), ხოლო პარტნიორთა ნაწილი სრულად აგებს პასუხს, მთელი ქონებით პირადად და შეუძღუდვად (კომპლემენტარი).

რეორგანიზაციის სამი სახე არსებობს:

  • გარდაქმნა;
  • გაყოფა (გამოყოფა და დაყოფა);
  • შერწყმა (გაერთიანება და მიერთება).

გარდაქმნა - გულისხმობს მეწარმე იურიიდიული პირის მიერ სამართლებრივი ფორმის შეცვლას. დაუშვებელია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა;

გამოყოფა და დაყოფა - დაყოფის დროს ხდება მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დაშლა რამდენიმე ახალ სუბიექტად, რომლებიც წარმოადგენენ მის სამართალმემკვიდრეს, ხოლო რეორგანიზაციის შედეგად ამ საწარმოს რეგისტრაცია უქმდება;

გამოყოფის დროს კი მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს გამოეყოფა ახალი სუბიექტი და რეორგანიზებული სუბიექტიც აგრძელებს არსებობას;

გაერთიანება და მიერთება - გაერთიანების დროს ორი ან მეტი მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ისე ერთიანდება, რომ მათი რეგისტრაცია უქმდება და გაერთიანების შედეგად იქმდება ახალი სუბიექტი;

მიერთების დროს მეწარმე ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უერთდება სუბიექტი ისე, რომ მიერთებული სუბიექტის რეგისტრაცია უქმდება და არსებობას აგრძელებს მხოლოდ ერთი სუბიექტი.

რეორგანიზაცია მიმდინარეობს ორ ეტაპად, ჯერ რეგისტრირდება რეორგანიზაციის პროცესის დაწყება, ხოლო შემდეგ მისი დასრულება;

იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტის დამფუძნებლები/პარტნიორები გადაწყვეტენ, რომ განახორციელონ რეორგანიზაცია მათ უნდა დაარეგისტრირონ რეორგანიზაციის პროცესის დაწყება და ამის შსახებ აცნობონ ყველა იმ პირს ვის მიმართაც ამ იურიდიულ პირს აქვს დავალიანება;

რეორგანიზაციის პროცესის დაწყების რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა იმ სუბიექტისთვის, რომელიც მონაწილეობს ამ პროცესში.

იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა პირებმა რეორგანიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება უარი თქვან რეორგანიზაციაზე, მათ უნდა უნდა შეწყვიტონ რეორგანიზაცია და შესაბამისი ცვლილება შეიტანონ რეესტრში, რის შედეგადაც რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე ყველა სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემები დარჩება უცვლელი.

განმცხადებელი სერვისზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (რეორგანიზაციის პროცესში მონაწილე სუბიექტის პარტნიორი/დამფუძნებელი, ხელმძღვანელობასა ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პი­რის წარმომად­გე­ნე­ლი.

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეორგანიზაციის  რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:                                                

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);              
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი (პარტნიორთა/დამფუძნებელთა გადაწყვეტილება რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიღებული იქნება საზოგადოების წესდებით დადგენილი წესით);
  4. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (გადახდა შესაძლებელია ადგილზე);

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი.

ü  რეორგანიზაციის პროცესის შეწყვეტის რეგისტრაცია სავალდებულოა ყველა იმ სუბიექტის მონაცემებში, რომელიც რეორგანიზაციის პროცესში მონაწილეობს. საფასური განისაზღვრება ამ პროცესში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის მიხედვით.

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

1 სამუშაო დღეში

100 ლარი

იმავე დღეს

200 ლარი

 

ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.