იმისთვის, რომ ქონებაზე დაინტერესებულ პირს წარმოეშვას საკუთრების უფლება, სავალდებულოა მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ნიშნავს ამ უფლების წარმოშობის შესახებ მონაცემთა აღრიცხვას შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება ამ უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოცემის მომენტიდან;

 

 

განმცხადებელი მომსახურებაზე შეიძლება იყოს უშუალოდ დაინტერესებული პირი (თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი) ან დაინტერესებული პირის წარმომადგენელი;

დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება საბუთების მიმღები ოპერატორის მიერ);
  2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მომართვა ან სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უძრავი ნივთის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  4. ტექნიკური აღრიცხვის არქივის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება (აღნიშნულ დოკუმენტს საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ითხოვს სარეგისტრაციო სამსახური);
  5. მიწის ნაკეთის გეგმა ან/და საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მისი ელექტრონული ვერსია;

 

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის სხვა წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლოა, დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილების მისაღებად.