მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, ასევე უცხო ქვეყნის საწარმოს და არსამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის რეგისტრაციის შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა. ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მონაცემებს და მარეგისტრირებელი ორგანოდან მიიღოს რეესტრიდან ამონაწერი/ინფორმაცია.

 რეგისტრაცია არის სუბიექტის წარმოშობის, რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების და რეგისტრაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით.

 იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო (კომერციული) ან არასამეწარმეო (არაკომერციული) საქმიანობა, სავალდებულოდ უნდა დარეგისტრირდეს რესტრში. მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი წარმოშობილად ითვლება რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

დაინტერესებულ პირს შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული სუბიექტების შესახებ, მათი რეგისტრაციის დღიდან განხორციელებული ნებისმიერი ცვლილების და მათ საფუძვლად არსებული დოკუმენტაციის შესახებ.

 მაგალითად, მიმდინარეობს თუ არა სუბიექტის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, ინფორმაცია შპს-ს პარტნიორთა და მათი წილების შესახებ, რეგისტრირებული დირექტორების შესახებ, არის თუ არა სუბიექტი რეესტრში რეგისტრირებული და სხვა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა გარდა კანონით დადგენილი წესით გასადუმლოებული მონაცემებისა. საიდუმლო ინფორმაციად მიიჩნევა სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია/დოკუმენტი, ასევე კანონით დადგენილი წესით პირადიან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია.

 მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ინფორმაცია გაიცემა  ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნით.

 

მეწარმე და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით მიმართეთ იუსტიციის სახლს ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს. თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:         

  1. განცხადება (ელექტრონული განცხადება ივსება ფრონტ ოფისის ოპერატორის მიერ);             
  2. თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ დაინტერესებული პირის წარმომადგენელი, მაშინ დამატებით წარმოადგინეთ სათანადო წესით დამოწმებული  წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენეტი.

 

კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება დამატებით მოთხოვნილ იქნეს ნებისმიერი დო­კუ­მენტი ან ინფორმაცია, რაც აუცილებელია გადაწ­ყვე­ტი­ლების მისაღებად.

 

 

მომსახურების ვადა

მომსახურების ტარიფი

4 სამუშაო დღეში

10 ლარი

1 სამუშაო დღის ვადაში

20 ლარი

იმავე დღეს

30 ლარი

 ვადის ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და სრულდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მაშინ ვადის ბოლო დღეს წარმოადგენს მომდევნო სამუშაო დღე.