პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა მე-10 სამუშაო დღეს უფასოა.
მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისამდე პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია:
- განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 35 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 50 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 65 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 70ლარი.
მიმდინარე სასწავლო წლის 20 ივნისის შემდეგ პირველადი ატესტატის დაჩქარებული წესით გაცემის შემთხვევაში მომსახურეობის ვადა და საფასურიებია:
- განცხადების წარდგენიდან მე-5 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 20 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-3 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 30 ლარი;
- განცხადების წარდგენიდან მე-2 სამუშაო დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 40 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღეს დაჩქარებული მომსახურების საფასურია - 50 ლარი.
ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
თუ დაინტერესებული პირი უფლებამოსილ ორგანოში წარადგენს შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების ან არქივის მიერ გაცემული ცნობას, რომელშიც მითითებულია, პირის საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისა და საგანმანათლებლო პროგრამების დასრულების დამადასტურებელი შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სათაური, ნომრები და გამოცემის თარიღი, დოკუმენტის გაიცემა:
- განცხადების წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 25 ლარი;
თუ განცხადების წარდგენის დროისთვის მოსწავლის მონაცემები დაცულია საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში:
- განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 40 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღიდან მე-3 სამუშაო დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურია - 60 ლარი;
- განცხადების წარდგენის დღიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გაცემისათვის მომსახურებისსაფასურია - 70 ლარი.
შენიშვნა: თუ ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატის გაცემის მომენტისთვის მონაცემთა ელექტრონული ბაზა არ შეიცავს ინფრომაციას ატესტატის გაცემის შესახებ , ამასთან დაინტერესებული პირის მიერ არ არის წარმოდგენილი დოკუმენტის გაცემისთვის აუცილებელი ძირითადი დოკუმენტები (ცნობა სკოლიდან ან არქივიდან, შესაცვლელი ატესტატი) , ატესტატის გაცემა განხორციელდება განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. აღნიშნულ შემთხვევაში ატესტატის დუბლიკატის გაცემის მომსახურების საფასურია 30 ლარი.