• ბიომეტრული პასპორტი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც არსებითად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს;
  • 2017 წლის 28 მარტიდან  ბიომეტრიული პასპორტის მფლობელ პირებს შეუძლიათ ვიზის გარეშე გაემგზავრონ ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში;
  • უვიზოდ მოგზაურობა შესაძლებელია შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას. უვიზო მიმოსვლა ასევე შესაძლებელია შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანასთან:
  • ევროკავშირის წევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი.
  • ევროკავშირის არაწევრი შენგენის სივრცის ქვეყნები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია;
  • ევროკავშირის წევრი შენგენის კანდიდატი ქვეყნები: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;
  • ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი პირი გამარტივებული პროცედურული უპირატესობით სარგებლობს  სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის კვეთისას;

 

  • პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადებას წარადგენს დაინტერესებული სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად.
  • არასრულწლოვანი (18 წლამდე) პირის  კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე ან მზრუნველი) გარდა  16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა. 
  • არასრულწოვანი პირი 14 წლის ასაკიდან, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა.
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი, თუ დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი პასპორტზე განცხადების წარდგენის მომენტისათვის იმყოფება საზღვარგარეთ და მასზე გაცემულია პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით  და ახალი პასპორტის გაცემის მიზნებისთვის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია. 
  • მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო.

 !!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

გაითვალისწინეთ! ბიომეტრიული პასპორტის  შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

ეს მნიშვნელოვანია!

იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის N272 ბრძანების თანახმად, ბიომეტრიული მონაცემებით პასპორტის გაცემა ასევე შესაძლებელია საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, თუ პირზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მის მიერ პასპორტის მისაღებად ნების გამოხატვა და მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

აღნიშნულ შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტის თაობაზე განაცხადი შესაძლებელია წარადგინოს: დაინტერესებული პირის მეუღლემ, პირდაპირი ხაზის აღმავალი და დამავალი შტოს ნათესავმა ასევე და-ძმამ.

 

!!! 

დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა;
  • არასრულწლოვანი პირის ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • პირადობის მოწმობა -  14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში.
  • 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის  პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

შენიშვნა: რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

არასრულწლოვანი პირის პასპორტის გასაცემად კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ფორმით:

  • სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;
  • საზღვარგარეთ მყოფ  მოქალაქეს შეუძლია სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატოს თანხმობა, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;

 

ეს მნიშვნელოვანია!

არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტის გაცემაზე  გამოხატული თანხმობის უკან გახმობის უფლება აქვს, შესაბამისად, ერთ-ერთ კანონიერ წარმომადგენელს ან მხარდამჭერს. ასეთ შემთხვევაში, საქართველოში მყოფ არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე გაცემული პასპორტი დაუყოვნებლივ უქმდება.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

ბიომეტრიული პასპორტის დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

 არასრულწლოვანი პირის პასპორტის გაცემისთვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა საკმარისია თუ: 

  • არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია;
  • არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
  • მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად;
  • მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად;
  • არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;
  • მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
  • მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
  • მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა;
  • არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.
  •  საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით, უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი  მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.  აღნიშნული მომსახურეობით პასპორტი შესაძლებელია დამზადდეს მე-10 სამუშაო დღეს  და მე-5 სამუშაო დღეს.

  • საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ , რომელსაც საქართველოში არ აქვს მიღებული პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით , პირადად უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის შემთხვევაში  ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში.

 

  • სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:

 

ვადა

ფასი

2 სამუშო დღის ვადაში

305 ლარი

 

  • მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:

 

ვადა

ფასი

მე-10  სამუშაო დღე

155 ლარი

მე-5 სამუშაო დღე

205 ლარი

  •  საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში  ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური

 

ვადა 

ფასი

45  კალენდარული დღის ვადაში

50 აშშ დოლარი

 

ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის 150 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს, დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის საფასური შეადგენს:

ვადა

საფასური

მე-10  სამუშაო დღეს

150 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

180 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

225 ლარი

24 საათში

300 ლარი

იმავე დღეს

350 ლარი

 

ბიომეტრიული პასპორტის საფასური არასრულწლოვანი პირისთვის 75 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს, დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის საფასური შეადგენს:

ვადა

საფასური

მე-10  სამუშაო დღეს

75 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

105 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

150 ლარი

24 საათში

225 ლარი

იმავე დღეს

275 ლარი

მეორე და ყოველი მომდევნო აქტიური ბიომეტრიული პასპორტის საფასური 130 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს, დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის საფასური შეადგენს:

ვადა

საფასური

მე-10  სამუშაო დღეს

130 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

160 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

195 ლარი

24 საათში

250 ლარი

იმავე დღეს

270 ლარი

 

  • საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის  სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურია:

ვადა

საფასური

2  სამუშაო დღის ვადაში

300 ლარი

შენიშვნა: ამ შემთხვევაში არ მოქმედებს დოკუმენტის გაცემისთვის გათვალისწინებული შეღავათები.

 

  • მინდობილი პირის მეშვეობით  ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:

ვადა

საფასური

მე-10  სამუშაო დღეს

230 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

300 ლარი

ენიშვნა: ამ შემთხვევაში არ მოქმედებს დოკუმენტის გაცემისთვის გათვალისწინებული შეღავათები.

ბიომეტრიული პასპორტის გაცემისას შეღავათით სარგებლობენ შემდეგი კატეგორიის პირები:

  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით ; 
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;
  • მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები -  მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით ;
  • 18 წლამდე პირები -  მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;
  • სრულწლოვანი პირი, რომელიც  არის უმაღლესი  საგანმანათლებლო დაწესებულების  სტუდენტი  და რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას სტატუსით " სტუდენტი"  თავისუფლდება ბიომებტრიული პასპორტისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% ით.

დამზადებული პასპორტი გადაეცემა:

  • პასპორტის მფლობელ სრულწლოვან პირს;
  • 14 წლის ასაკს მიღწულ პასპორტის მფლობელ არასრულწლოვან პირს ; 
  • არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე)  კანონიერ წარმომადგენელს, გარდა 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი  პირისა;
  • მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერს;
  • პასპორტის მფლობელი პირის მიერ განცხადება-ანკეტაში მითითებულ  (მითითება ხდება პასპორტის განაცხადის წარდგენისას) ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს;
  • სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;
  • მოთხოვნის წარმდგენ პირს;
  • მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

 !!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა,  პასპორტის მოთხოვნით განაცხადის წარდგენისას, შესაძლებელია დოკუმენტის  მიწოდება  მოითხოვოს  ფოსტის მეშვეობით, მის მიერ  მითითებულ  მისამართზე.