საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა:

  • არამართლზომიერად;
  • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით გზით;
  • მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად.

სრულწლოვან ქმედუნარიან დაინტერესებულ პირს აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება, თუ მან  დადგენილ ფარგლებში  იცის საქართველოს სახელმწიფო ენა.  

საქართველოს სახელმწიფო ენის დადგენილ ფარგლებში ცოდნა არ მოწმდება იმ პირების მიმართ, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ არამართლზომიერად.  

შენიშვნა: პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა მშობლის/მშობლების არჩევანის შედეგად შეუწყდა,  საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება  მხოლოდ  მის მიერ  სრულწლოვანების მიღწევისას.

განცხადებას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე უფლებამოსილ სამსახურში წარადგენს:

  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • არასრულწლოვანი პირის კანონიერი წარმომადგენელი;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით;
  • დაინტერესებული პირის წარმომადგენელი სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე.

შენიშვნა:

არასრულწლოვანის  პირის  მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე ერთ-ერთი მშობლის მიერ წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს მეორე მშობლის (არსებობის შემთხვევაში) წერილობითი  თანხმობა. 

14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის მოქალაქეობის მინიჭება დასაშვებია მისი თანხმობით. 

 

აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა);
  • იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;

  • ფოტოსურათი.

  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 

  • ასევე აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების საფუძვლების გათვალისწინებისთ ერთ-ერთი დოკუმენტი:

    ა) საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    ბ) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

    გ) მშობლების არჩევნის შედეგად მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.

სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი, გარდა იმ პირისა რომელსაც მოქალაქეობა შეუწყდა არამართლზომიერად, აღდგენის წესით მოქალაქეობის მინიჭებისთვის გაივლის ტესტირებას  დადგენილ ფარგლებში  საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნის შესამოწმებლად. 

 გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

არასრულწლოვანი პირის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისთვის ერთ-ერთმა კანონიერმა  წარმომადგენელმა  უფლებამოსილ სამსახურში უნდა წარადგინოს:

  • დადგენილი ფორმის განცხადება;
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დაბადების მოწმობა;
  • იმ დოკუმენტების ასლები, რომლებითაც დასტურდება, რომ დაინტერესებული პირი კანონის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ;
  • 14-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი პირის თანხმობა; 
  • არასრულწლოვნის მეორე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
  • ფოტოსურათი.
  • საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. 
  • აღდგენის წესით მოქალაქეობის მინიჭების საფუძვლების გათვალისწინებით ერთ-ერთი დოკუმენტი: 
    • საქართველოს მოქალაქეობის არამართლზომიერად შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
    • საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

არასრულწლოვანი პირის აღდგენის წესით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე თანხმობა შეიძლება გამოხატული იყოს:

  • სათანადო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;

  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით,  ;

  • პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის წარდგენის გზით, წერილობითი ფორმით, თუ დადასტურებულია განმცხადებლის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით;

  • სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე თანხმობის ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატვის გზით, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მომსახურეობის საფასური:

  • 30-ე კალენდარულ დღეს  მომსახურების საფასური 100 ლარი;
  • მე-20 კალენდარულ დღეს მომსახურების საფასური 150 ლარი ;

ქვითრის წარდგენა საჭირო არ არის, თუ მომსახურების საფასურის გადახდა განხორციელდა უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით და სააგენტოს აქვს შესაძლებლობა, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეამოწმოს ანგარიშსწორების განხორციელების ფაქტი.

შენიშვნასაქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით განაცხადის წარდგენის დროს გადახდილი საფასური პირს დაუბრუნდება, თუ დადგინდა რომ მას საქართველოს მოქალაქეობა არამართლზომიერად შეუწყდა.