თანამემამულის სტატუსი შესაძლებელია მოიპოვოს:

  •  უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ-კავკასიურ ენებს;
  •  საქართველოს მოქალაქემ, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში.

 

ეს საინტერესოა: უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მიღების უფლება ასევე ვრცელდება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის მეუღლეზე და შვილზე. მათზე არ ვრცელდება საქართველოდან წარმომავლობის ან/და მათი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების დადასტურების ვალდებულება.

თანამემამულის სტატუსის მისანიჭებლად განცხადების წარდგენა შესაძლებელია:

  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში;
  • სერვისების განვითრების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში;
  • ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული განცხადების ფორმის შევსების გზით.

განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა შესაძლებელია, თუ:

 

შენიშვნა: განცხადება ივსება ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე.

დაინტერესებულმა პირმა თანამემამულის სტატუსის მისაღებად უნდა წარადგინოს:

  • 2 ფოტოსურათი;
  • პასპორტი ან მოქალაქეობისა და პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;
  • სამოტივაციო წერილი;
  • დაბადების მოწმობა - არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში ;
  • მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.