საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქის და  ბინადრობის მოწმობის მქონე უცხოელის რეგისტრაციიდან მოხსნის ძირითად საფუძვლებს წარმოადგენს: 

  •  საცხოვრებელი ადგილის შეცვლა;
  •  გარდაცვალება;
  •  პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა;
  •  საქართველოს მოქალაქეობიდან პირის გასვლა;
  •  დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გასვლა;
  •  გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის შეწყვეტა;
  •  მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციის ექვსთვიანი ვადის გასვლა.

ასევე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლები.

შენიშვნა: საქართველოში მცხოვები უცხოელი რეგისტრაციიდან შესაძლებელია მოიხსნას პირადი განცხადების საფუძველზე.