დაინტერესებული პირი უფლებამოსილია გაიაროს რეგისტრაცია იმ მისამართზე,  რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს.

თუ პირს გააჩნია რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაცია ხორციელდება  ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად.

რეგისტრაცია დასაშვებია მხოლოდ იმ მისამართზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული ფართი და რომელიც მითითებულია სსგ სააგენტოს მისამართების მონაცემთა ბაზაში ან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო რეესტრში; აგრეთვე იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნული შენობა-ნაგებობა.

რეგისტრაცია არ შეიძლება განხორციელდეს თუ ამ მისამართზე დასარეგისტრირებელი თითოეული პირისათვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართი 5 კვ.მ-ზე ნაკლებია. ეს შეზღუდვა არ ეხება იმ დაინტერესებულ პირს, რომელიც წარმოადგენს  მესაკუთრის  ოჯახის წევს ან ნათესავს.

 

  • ირმა რომელმაც საქართველოში მიიღო ბინადრობის ნებართვა მუდმივი ცხოვრების უფლებით, ასევე  პირმა რომელსაც საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი და მიეცა მუდმივი ცხოვრების ნებართვა,  მისამართზე რეგისტრაციის მიზნებისთვის უნდა მიმართოს  საცხოვრებელი ადილის მიხედვით   იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.
  • პირმა რომელმაც საქართველოში მიიღო ბინადრობის ნებართვა დროებითი ცხოვრების უფლებით, ასევე საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფმა  პირმა  მისამართზე  რეგისტრაციისთვის შესაძლებელია მიმართოს იუსტიციის სახლის ან სახელმწიფო  სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიული სამსახურს.

პირველადი რეგისტრაციის ან რეგისტრაციის ცვლილების მოთხოვნის თაობაზე განაცხადი შესაძლებელია წარადგინოს:

  • სრულწლოვანმა  ქმედუნარიანმა პირმა პირადად;
  • 14 წელს მიღწეულმა არასრულწლოვანმა;
  • არასრულწლოვანი (18 წლამდე ) პირის  კანონიერმა წარმომადგენელმა (მშობელმა, მეურვემ ან მზრუნველმა) გარდა  16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა.
  •  მხარდაჭერის მიმღებმა პირმა, მხარდამჭერის თანხმობით;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

 ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მქონე პირის რეგისტრაციის ადგილის ცვლილებაზე განაცხადი შესაძლებელია ასევე  წარადგინოს: 

  • სათანადო წესით დამომწებული მინდობილობის მქონე პირმა. 

  საქართველოში მცხოვრები უცხოელის რეგისტრაციასთან ერთად ხდება ბინადრობის მოწმობის გაცემა, შესაბამისად: 

პირმა რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა საქართველოში ბინადრობის ნებართვა , ასევე პირმა, რომელსაც  საქართველოში დაუდგინდა მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი ან რომელსაც დაუდგინდა საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირის  სტატუსი, მისამართზე რეგისტრაციისთვის და ბინადრობის მოწმობის მისაღებად უნდა წარადგინოს:

  • ბიომეტრიული ფოტოსურათი;
  • პასპორტი ან სამგზავრო დოკუმენტი;
  • ბინადრობის ნებართვა,  არმქონე პირის სტატუსის დადგენის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება;
  • არასრულწლოვანი პირის რეგისტრაციის შემთხვევაში - დაბადების მოწმობა;

შენიშვნა: რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადება-ანკეტაში  განმცხადებელმა სავალდებულოა მიუთითოს მოცემული საცხოვრისის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია.

ასევე, მისამართზე რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველი:

  • საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობა;
  • ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატულ წერილობით დადასტურებას იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.

 შენიშვნა: საერთაშორისო დაცვის ქვეშ   მყოფი   პირის მისამართი სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და   მათზე   არ   ვრცელდება მისამართზე რეგისტრაციის აღნიშნული საფუძვლები.

 შენიშვნა: ორი სრულწლოვანი, ქმედუნარი პირი (მოწმე) ვალდებულია განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წინაშე გადაწეროს გაფრთხილების ტექსტი, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის თაობაზე და შემდეგ მოწეროს ხელი ახსნა-განმარტებას.

  • გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

     ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

    ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

  • თუ დაბადების მოწმობა გაცემულია საზღვარგარეთ, შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოების მიერ,  დაბადების მოწმობა წარმოდგენილი უნდა იყოს  სათანადო წესით დამოწმებული -  ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული სახით. ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მიერ გაცემული  დოკუმენტები საჭიროებს  აპოსტილით დამოწმებას ან ლეგალიზაციას , იხილეთ ბმულზე ------------------------------------.   ქვეყნები , რომლებთანაც საქართველო არსებული ხელშეკრულების თანახმად თავისუფლდება დოკუმენტების აპოსტილით ან ლეგალიზაციით დამომწმების ვალდებულებისგან - იხილეთ ბმულზე ----------. 

სახელმწიფოსა საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში განცხადებასთან ერთად წარადგენს:

  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგნეტოს" უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობას.

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში  ბინადრობის ნებართვის მქონე პირი იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში განცხადებასთან ერთად წარადგენს:

  • მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის თანხმობას. 

იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციის შემთხვევაში  ბინადრობის ნებართვის მქონე პირი იუსტიციის სახლის შესაბამის ფილიალში ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულში განცხადებასთან ერთად წარადგენს:

  • იურიდიული პირის შესაბამისი ხელმძღვანელი ორგანოს თანხმობა.

შენიშვნა: საჯარო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში რეგისტრაციისას ასევე სავალდებულოა სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობა

ბინადრობის ნებართვის მქონე პირის პირველად რეგისტრაციასთან ერთად ხორციელდება ბინადრობის მოწმობის გაცემა.

ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მფლობელი პირის მისამართზე რეგისტრაცია ხორციელდება ბინადრობის მოწმობის შეცვლის გარეშე 

 მუდმივი ბინადრობის ელეტრონული მოწმობის მქონე  პირი, რეგისტრაციის ადგილის  ცვლილების მოთხოვნით, მიმართავს ახალი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით იუსტიციის სახლს ან სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს. 

დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მქონე პირი, რეგისტრაციის ადგილის ცვლილების მოთხოვნით, მიმართავს ნებისმიერ იუსტიციის სახლს ან სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს.

შენიშვნა: რეგისტრაციის თაობაზე წარდგენილ განცხადება-ანკეტაში  განმცხადებელმა სავალდებულოა მიუთითოს მოცემული საცხოვრისის მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია.

მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნით  ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მფლობელი პირი წარადგენს მისამართზე რეგისტრაციის ერთ-ერთ შემდეგ საფუძველს:

  • საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს
  • საცხოვრისის მესაკუთრის თანხმობას;
  • ხოლო, ფიზიკური პირის საკუთრებაში რეგისტრაციისთვის ასევე შესაძლებელია წარდგენილ იქნას ორი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირის (მოწმის) მიერ სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომლის წინაშე გამოხატულ წერილობით დადასტურებას იმის თაობაზე, რომ დასარეგისტრირებელი პირი უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში ნამდვილად ცხოვრობს კონკრეტულ მისამართზე.

 შენიშვნა: საერთაშორისო დაცვის ქვეშ   მყოფი   პირის მისამრთის შეცვლის დროს  მისამართი სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ფიქსირდება განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად და   მათზე   არ   ვრცელდება მისამართზე რეგისტრაციის აღნიშნული საფუძვლები.

შენიშვნა: ორი სრულწლოვანი, ქმედუნარი პირი (მოწმე) ვალდებულია განცხადების მიღებაზე უფლებამოსილი პირის წინაშე გადაწეროს გაფრთხილების ტექსტი, ცრუ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სამართლებრივი შედეგის თაობაზე და შემდეგ მოწეროს ხელი ახსნა-განმარტებას.

ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მქონე პირის რეგისტრაცია ხორციელდება რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტების უფლებამოსილ ორგანოში წარდგენიდან  5 კალენდარული დღის ვადაში.

პირის რეგისტრაციასთან  დაკავშირებული მომსახურეობა უფასოა! 

სახელმწიფო და პირის პირადი ინტერესების გათვალისწინებით, პირის უფლებებისა და მოვალეობების სრულად რეალიზაციის მიზნებისთვის სავალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია.  თუმცა პირი რომელიც ობიექტურ მიზეზთა გამო არ ცხოვრობს მიწასთან მყარად დაკავშირებულ, ადამიანთა ხანგრძლივად სამყოფად გამიზნულ შენობაში, ან ცხოვრობს შენობაში, რომლის მისამართის იდენტიფიცირება შეუძლებელია, რეგისტრირდება მისამართის მითითების გარეშე იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იგი იმყოფება.

მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. 

ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს მისი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციდან მოხსნის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირი ითხოვს მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციას, დაინტერესებულმა პირმა  დამატებით უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება, სადაც უნდა დაასაბუთოს აღნიშნულის გამომწვევი მიზეზები ან/და  წარმოადგინოს სათანადო მტკიცებულებები;

ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მფლობელი პირი მისამართზე რეგისტრაციას გაივლის რეგისტრაციისთვის აუცილებელი 

დოკუმენტების წარდგენიდან  5 კალენდარული დღის ვადაში. აღნიშნული მომსახურება უფასოა.

 

იმ შემთხვევაში თუ რეგისტრაციასთან ერთად მოთხოვნილია ბინადრობის მოწმობის გაცემა, რეგისტრაცია ხორციელდება

მოწმობის გაცემისთვის გათვალისწინებულ ვადაში; 

დაინტერესებული პირი, რომელიც არ ფლობს ბინადრობის ელექტრონულ მოწმობას, ვალდებულია მისამართზე რეგისტრაციის მოთხოვნასათან ერთად წარადგენს მოთხოვნას  ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად. ამ შემთხევაში მომსახურეობის ვადა და საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ან საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირი, გარდა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირისა, მისამართზე რეგისტრაციის და ამავდროულად ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად არ გადაიხდის მომსახურეობის საფასურს.
  • მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, ასევე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად იხდის საფასურს შემდეგი ოდენობით:

ვადა

ფასი

მე-10  სამუშაო დღეს

60 ლარი

მე-5 სამუშაო დღეს

80 ლარი

მე-3 სამუშაო დღეს

100 ლარი

24 საათში

120 ლარი

იმავე დღეს

150 ლარი