შვილად აყვანის რეგისტრაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ:

  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ   ფილიალს;  
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
  • საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებას.

უფლებამოსილმა პირმა შვილად აყვანის რეგისტრაციისთვის უნდა წარმოადგინოს:

  • წერილობითი განცხადება;
  • სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შვილად აყვანის თაობაზე;
  • ნაშვილების დაბადების მოწმობა;
  • მშვილებლის (მშვილებლების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.