მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლება აქვთ:

  • ბავშვის დაბადების მომენტისთვის ქორწინებაში არმყოფ მშობლებს ერთობლივად;
  • ბავშვს სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ,  თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
  • მის ერთ-ერთ მშობელს, მეურვეს ან მზრუნველს, თუ მამობა დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
  • ბავშვის მამას, თუ ბავშვი არასრულწლოვანია, ხოლო დედა გარდაცვლილია,  აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება;
  • ზემოთ ჩამოთვლილ პირთა მინდობილ პირს.

საქართველოში მამობის დადგენის რეგისტრაციისთვის აუცილებელია დაკმაყოფილდეს ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი პირობა:

  • ბავშვი, რომლის მიმართ უნდა განხორციელდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია:   

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) არის საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირი;

გ) დაბადებულია საქართველოში;

დ) მისი დაბადება რეგისტრირებულია საქართველოში.

  • არასრულწლოვანი ბავშვის ერთ–ერთი მშობელი არის: 

ა) საქართველოს მოქალაქე;

ბ) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი.

  • მამობის დადაგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს სასამართლომ.
  • მამობის დადაგენის შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა სხვა სახელმწიფოს სასამართლომ და ცნობილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 იმ შემთხვევაში,  როდესაც   მამობის  დადგენა ხდება   მშობელთა  ერთობლივი   განცხადების  საფუძველზე  საჭიროა შემდეგი  დოკუმენტების  წარმოდგენა:  

  • მშობლების ერთობლივი წერილობითი განცხადება;
  • ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • სრულწლოვანი ბავშვის თანხმობა მამობის დადგენის თაობაზე;
  • 10 წელს მიღწეული ბავშვის თანხმობა, თუ მამობის დადგენის დროს იცვლება მისი სახელი ან/და გვარი; 
  • ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის შემთხვევაში, მათი დაბადების მოწმობა და ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე. 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

მამის განცხადების საფუძველზე არასრულწლოვანი პირისთვის მამობის დადგენის რეგისტრაციისთვის  წარმოსადგენი დოკუმენტებია:

  • მამის წერილობითი განცხადება;
  • მამის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი);
  • ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • დედის უგზო-უკვლოდ დაკარგვის აღიარების თაობაზე ან მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ან მისი გარდაცვალების მოწმობა;
  • 10 წელს მიღწეული ბავშვის თანხმობა, თუ მამობის დადგენის რეგისტრაციის დროს იცვლება ბავშვის სახელი ან/და გვარი;
  • არასრულწლოვანი მამის შემთხვევაში მისი დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სასამართლო  გადაწყვეტილების საფუძველზე  მამობის დადგენის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენი დოკუმენტებია:

  • წერილობითი განცხადება;
  • ბავშვის დაბადების მოწმობა;
  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება;