ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:

 

  • განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • წინა ქორწინების მოშლის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ პირი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში);
  • თუ განცხადების წარდგენა  ხდება   მინდობილი   პირის   მიერ,  ასევე   მისი   უფლებამოსილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.