სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ცვლილების შესწორების ან/და დამატების შეტანის შესახებ განცხადებით მიმართვის უფლება აქვს:

  • პირს რომლის მიმართაც შედგენილია შესაბამისი სამოქალაქო აქტის ჩანაწერი;
  • პირის მშობელს ან მშვილებეს შვილის/ნაშვილების მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მხოლოდ საკუთარი მონაცემის შესწორების ნაწილში;
  • 18 წლამდე არასრულწლოვანის ან მხარდაჭერის მიმღები სრულწლოვანი პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობელს, მშვილებელს, მხარდამჭერს ან მზრუნველს;
  • გარდაცვლილი პირის მიმართ შედგენილ სამოქალაქო აქტის ჩანაწერში  ნებისმიერ დაინტერესებული პირს;
  • ამ პირთა მინდობილ პირს.

 

  • განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
  • უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • მინდობილობა, თუ განცხადების წარდგენა  ხდება   მინდობილი   პირის   მიერ; 
  • აქტის ჩანაწერის შესწორება, დამატება, ცვლილების საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.