დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა ნებისმიერი ასაკის უცხოელზე,  რომელმაც საქართველოში მიიღო ბინადრობის ნებართვა , რომელსაც დაუდგინდა საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის და საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირის სტატუსი.  დაინტერესებული პირი ვალდებულია საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებიდან ან სტატუსის მინიჭებიდან  1 თვის ვადაში აიღოს დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა.

 

შენიშვნა:  დროებითი ბინადრობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლების ნებართვის მქონე უცხოელმა დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი;
  • ბინადრობის ნებართვა;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი.

 საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირმა დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად  უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • პასპორტი/სამგზავრო დოკუმენტი;
  • საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება;
  • ბიომეტრიული ფოტოსურათი.

საერთაშორისო დაცვის მქონე უცხოელმა ბინადრობის ელექტრონული  მოწმობის გაცემის მიზნით  უფლებამოსილ ორგანოში უნდა წარადგინოს:

  • პასპორტს/სამგზავრო დოკუმენტი;
  • სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტი;
  • ბიომეტრიულ ფოტოსურათი.

არასრულწლოვანი პირის  დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოში დამატებით უნდა წარადგინოს:

  • დაბადების მოწმობა.

 

შენიშვნა:  დროებითი ბინადრობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

გთხოვთ გაითვალისწინოთ !!! 

 ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.

ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურში განცხადებას წარადგენს:

  • სრულწლოვანი  ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი;
  • არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მხარდამჭერი ან მზრუნველი) გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

შენიშვნა:  დროებითი ბინადრობის ელეტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა,  9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

დროებითი ბინადრობის ელექტრონულო მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლებით  გაცემული  ბინადრობის ნებართვის საფუძველზე გაცემული დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადა განისაზღვრება ნებართვის მოქმედების ვადით. 
  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადაა 3 წელი;
  • ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა 3 წლის ვადით.
  • ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ან დროებითი დაცვის ქვეშ მყოფ პირზე დროებითი ბინადრობის მოწმობა გაიცემა შესაბამისი სტატუსის მოქმედების ვადით.

დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს.  

დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემისათვის დაწესებული მომსახურეობის ვადა და საფასურებია:

  • მე-10 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 60 ლარი;
  • მე-5 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 80 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 100 ლარი;
  • მე-2 სამუშაო დღეს – მომსახურების საფასური 120 ლარი ;
  • იმავე დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 150 ლარი .

 

მე-10 სამუშაო დღეს გაცემისთვის დაწესებული მომსახურების საფასურისგან სრულად თავისუფლდებიან:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001-ს ;
  • მეორე მსოფლიო ომის მონაწილე;
  •  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული პირი;

ასევე, 

  • საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%;
  • პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს ბინადრობის  მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%.
  • სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან - სრულად;
  • სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს - 10% - ით.

 

დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის გაცემის მიზნებისთვის საფასურის გადახდისგან სრულად თავისუფლდებიან ლტოლვილის, ჰუმანიტარის და დროებითი დაცვის ქვეშ მყოფი პირები და აღნიშნულ შემთხვევაში დოკუმენტი გაიცემა 10 სამუშაო დღის ვადაში. 

დამზადებული ბინადრობის ელექტრონული მოწმობა გადაეცემა:

  • ბინდრობის მოწმობის მფლობელ სრულწლოვან პირს;
  • 14 წლის ასაკს მიღწულ ბინადრობის მოწმობის მფლობელ არასრულწლოვან პირს; 
  • არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე)  კანონიერ წარმომადგენელს, გარდა 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი  პირისა;
  • მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერს;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, თუ არასრულწლოვანი ცნობილია  მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვად.

 

!!! საქართველოს  მოქმედი კანონმდებლობით ქორწინების რეგისტრაცია დასაშვებია 18 წლის ასაკიდან, თუმცა 16-18 წლამდე საქართველოში მცხოვრები უცხოელი ან/და უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ამავდროულად მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა  შესაძლებელია იმყოფებოდეს რეგისტრირებულ ქორწინებაში.  

შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა,  ბინადრობის ელექტრონული მოწმობის მოთხოვნით განაცხადის წრადგენისას, შესაძლებელია დოკუმენტის  მიწოდება  მოითხოვოს  ფოსტის მეშვეობით, მის მიერ  მითითებულ  მისამართზე.