საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია

Friday, 28 September 2018

• „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.

იუსტიციის სახლში ყველა სერვისის გაცემა აღდგა

Tuesday, 25 September 2018

იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდება ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მიმდინარეობს და მზადაა მომხმარებელს კვლავ ჩვეულ რეჟიმში მოემსახუროს. ინტერნეტ პროვაიდერის ცენტრალური კაბელის დაზიანების გამო, დღის განმავლობაში, იუსტიციის სახლში, მომსახურების პროცესი რიგ სერვისებზე შეფერხებული იყო.

იუსტიციის სახლის განცხადება

Tuesday, 25 September 2018

ინტერნეტ პროვაიდერის ცენტრალური კაბელის დაზიანების გამო, იუსტიციის სახლებში რიგი სერვისების მიწოდება შეფერხდა. კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, ინტერნეტ პროვაიდერის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური სადენი მექანიკურად დაზიანდა. კაბელის დაზიანების გამო, თბილისის იუსტიციის სახლს ინტერნეტის მიწოდება დღეს 10:53 საათზე შეუწყდა, რის გამოც რიგი სერვისების გაცემა შეფერხდა. კერძოდ, საუბარია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ზოგიერთ სერვისზე.

უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა − იუსტიციის სახლის განახლებული სერვისი მოქალაქეებისთვის

Friday, 07 September 2018

იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე კვლავ ზრუნავს და ამჯერად მომხმარებლებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს. იუსტიციის სახლი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქონების რეგისტრაციასთან ერთად ის კომფორტულ გარემოში ერთ სივრცეში სწრაფად და მარტივად დააზღვიონ.

ატესტატების გაცემა დაიწყო სკოლადამთავრებულებს დღეიდან იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ.

Tuesday, 26 June 2018

როგორც იუსტიციის სახლის აღმსარულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 40 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – განაცხადის წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

იუსტიციის სახლი მომხმარებლებისთვის ახალი სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დანერგილ 400-მდე მომსახურებას ამჯერად საერთაშორისო სიმბარათების გაცემის სერვისი დაემატა.

Wednesday, 21 February 2018

იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში აიღოს ბიომეტრიული პასპორტი, სამოგზაურო დაზღვევა და უკვე დღეიდან - საერთაშორისო სიმბარათი.

თბილისისა და ბათუმის შემდეგ „ჯასთ კაფე“ ამიერიდან ქუთაისის იუსტიციის სახლის სტუმრებსაც მოემსახურება

Thursday, 01 February 2018

31 იანვარს „ჯასთ კაფეს“ პრეზენტაცია იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა გამართა. აღსანიშნავია, რომ ქუთაისის იუსტიციის სახლში მისული სტუმრები ასობით სერვისს კიდევ უფრო კომფორტულ გარემოში მიიღებენ. იუსტიციის სახლი მომხმარებლების კომფორტზე ზრუნვას მუდმივად აგრძელებს და ამჯერად „ჯასთ კაფეს“ სიკეთეებით, თბილისისა და ბათუმის მსგავსად, ქუთაისის მცხოვრებლები და უცხოელი სტუმრებიც ისარგებლებენ.

იუსტიციის სახლი მომხმარებლისათვის ახალი სერვისების შეთავაზებას აგრძელებს

Friday, 26 January 2018

სახელმწიფო და კერძო უწყებების 400-მდე მომსახურებას, რომელთა მიღებაც მოქალაქეებს იუსტიციის სახლში შეუძლიათ, კიდევ ექვსი ახალი სერვისი დაემატა. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის იუსტიციის სახლში უკვე დანერგილ სერვისს - განაცხადი ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების თაობაზე - დაემატა კიდევ 6 სერვისი, რომლებიც დაკავშირებულია ძირითად განაცხადთან:

თბილისის იუსტიციის სახლში შშმ პირების მიერ დამზადებული ნივთების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

Tuesday, 09 January 2018

თბილისის იუსტიციის სახლში 5 აინვარს, იუსტიციის სამინისტროს და „მშობელთა კავშირის“ - „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ორგანიზებით, შშმ პირების მიერ დამზადებული ნივთების საშობაო გამოფენა - გაყიდვა მოეწყო.

იუსტიციის სახლი განცხადებას ავრცელებს

Monday, 16 October 2017

ქუთაისში მოსული უხვი ნალექის გამო, იუსტიციის სახლის მიმდებარე წყალგამტარი არხიდან წყალი კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც იუსტიციის სახლის ქუთაისის ფილიალი დაიტბორა. აღნიშნულის გამო, ფილიალი მოქალაქეთა მომსახურებას ვერ ახორციელებს. ამ ეტაპზე შენობაში ინტენსიურად მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა როდის მოხდება მომსახურების პროცესის აღდგენა ამ დროისთვის უცნობია.