იუსტიციის სახლს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლები ეწვივნენ

Monday, 12 November 2018

იუსტიციის სახლს მსოფლიო ბანკის ჯგუფის წარმომადგენლები ეწვივნენ. თბილისის იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის ვიცე პრეზიდენტს უსმან დიაგანას და დელეგაციის წარმომადგენლებს იუსტიციის სახლის სპეციფიკა და საქმიანობის პრინციპები გააცნო

სახელმწიფო სერვისების საერთაშორისო ფორუმი ქალაქ ჯაკარტაში

Friday, 09 November 2018

ინდონეზიის რესპუბლიკის მიწვევით, 2018 წლის 7-8 ნოემბერს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის დირექტორი მარიამ ლაცაბიძე მოხსენებით წარდგა ინდონეზიის რესპუბლიკაში, ქალაქ ჯაკარტაში ორგანიზებულ სახელმწიფო სერვისების საერთაშორისო ფორუმზე

იუსტიციის სახლებში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი 6000-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა

Thursday, 08 November 2018

C ჰეპატიტის უფასო სკრინინგის ფარგლებში, იუსტიციის სახლში მოწყობილ სპეციალურ სივრცეებში შემოწმება უკვე 6401-მა მოქალაქემ გაიარა. იუსტიციის სახლებში მოწყობილ სივრცეებში ყოველდღიურად სკრინინგს რამდენიმე ასეული ადამიანი იტარებს. იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლში C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობით მიმდინარეობს. სპეცსივრცეები დღეს მინისტრებმა თეა წულუკიანმა და დავით სერგეენკომ თბილისის იუსტიციის სახლში დაათვალიერეს

დროულად დაარეგისტრირეთ მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობებები

Tuesday, 06 November 2018

გრძელდება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და იუსტიციის სახლი მოუწოდებენ ყველას, დროულად მიმართონ იუსტიციის სახლებს, საზოგადოებრივ ცენტრებსა და საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს და გაიარონ რეგისტრაცია

ახალქალაქში რიგით მე-20 იუსტიციის სახლი გაიხსნა

Monday, 22 October 2018

იუსტიციის მინისტრმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოში სტუმრადა მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნობოდა საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს; დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები

პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

Thursday, 11 October 2018

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

ბათუმში დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 8-19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება

Monday, 08 October 2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო. განაცხადების შევსება დევნილის სტატუსის მქონე პირებს მხოლოდ იუსტიციის სახლის ფილიალებში შეეძლებათ

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადების მიღება 5 ოქტომბერს სრულდება

Thursday, 04 October 2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვისის - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, განაცხადების მიღება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში 25 სექტემბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდება

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, 1959 წლამდე დაბადებული მოქალაქეები თავიანთი ფაქტობრივი სახელის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ყველა საფასურისგან გათავისუფლდნენ

Tuesday, 02 October 2018

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 1959 წლის 1-ლ იანვრამდე დაბადებული საქართველოს მოქალაქეები თავიანთ საბუთებში სახელთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას ყველა, მათ შორის, ახალი მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს აღებასთან დაკავშირებული, საფასურისგან თავისუფლდებიან. ეს შეღავათი ერთჯერადად მოქმედებს და 2025 წლის 1-ლ ოქტომბრამდე იქნება ძალაში

მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია

Monday, 01 October 2018

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია