ბათუმში დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 8-19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება

Monday, 08 October 2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო. განაცხადების შევსება დევნილის სტატუსის მქონე პირებს მხოლოდ იუსტიციის სახლის ფილიალებში შეეძლებათ.

განაცხადების მიღება 2018 წლის 8 ოქტომბერს დაიწყო და 19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ბათუმში საცხოვრებელ ფართებზე (ბინა) - განცხადების წარდგენა შეუძლიათ  დევნილის სტატუსის მქონე, როგორც აჭარის რეგიონში რეგისტრირებულ, ასევე 2013 წლის 1 ივლისამდე ქ. თბილისში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს 2018 წლის ბოლომდე გადაეცემა.