იუსტიციის სახლს გერმანიის დელეგაცია ეწვია

Monday, 17 July 2017

იუსტიციის სახლს გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან და მუნიციპალურ საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები იყვნენ: შინაგან და მუნიციპალურ საქმეთა სამინისტროს პოლიციის უფროსი ბ-ნი დიტერ შიურმანი; საერთაშორისო ურთიერთობებისა და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი ბ-ნი ბერნდ ქრისტი; კრიმინალური პოლიციის სამსახურის დირექტორის მოადგილე და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულების ხელმძღვანელი ბ-ნი თომას იუნგბლუთი; პოლიციის განათლების, გადამზადების/კვალიფიკაციის ამაღლების და ადამიანური რესურსების სამსახურის ადამიანური რესურსების, განათლებისა და გადამზადების სამმართველოს დირექტორი ბ-ნი ჰელმუთ ველტერი; ქ. ბილეფელდის პოლიციის პრეზიდიუმის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულების უფროსი ბ-ნი ვოლფგანგ ნივალდი; გერმანიის პოლიციის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი /პრორექტორი ბ-ნი მათიას ცაიზერი.