საბუთების ამნისტია 2016

Thursday, 18 February 2016

▹გაყალბებულ დოკუმენტებზე გამოცხადებული ამნისტიის მიზანია საქართველოს მოქალაქეთა მონაცემების დაზუსტება და საარჩევნო სიის სრულყოფა.
▹პირები, რომლებიც განაცხადებენ დოკუმენტის გაყალბების თაობაზე, სასჯელისა და ჯარიმის გარეშე შეასწორებენ მონაცემებს.

•მექანიკური ხასიათის შეცდომები მონაცემთა ბაზაში საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნის გარეშე შესწორდება უფასოდ.
•თუ შეცდომა სახელის ან გვარის უცხო ენიდან (ძირითადად, რუსული, აზერბაიჯანული ან სომხური ენებიდან) ქართულ ენაზე არასწორად გადმოტანის დროს არის დაშვებული, ჩანაწერი იმ ვერსიის მიხედვით შესწორდება, რომელსაც პირი თავად აირჩევს.
•მექანიკური შეცდომების შემთხვევაში, მონაცემების გასწორება და გაუქმებული დოკუმენტის განახლება იქნება უფასო.

▸გააკეთეთ განაცხადი ონლაინ რეჟიმში: 
განაცხადის გაკეთება