იუსტიციის სახლს ხორვატიის დელეგაცია ეწვია

Wednesday, 13 February 2019

იუსტიციის სახლს ხორვატიის საჯარო ადმინისტრირების მინისტრი ბატონი ლოვრო კუსკევიჩი და და მინისტრის მრჩეველი - ზრინკა ბულიჩი ეწვივნენ. დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა უმასპინძლა და იუსტიციის სახლის საქმიანობის პრინციპები გააცნო

ქაღალდის პირადობის მოწმობის ახალი პირადობით ჩანაცვლებას ერთი თვის განმავლობაში მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ

Friday, 01 February 2019

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამჟამად ფლობენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და ამ დრომდე, მათ სახელზე არასდროს გაცემულა საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა, ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ აქციით, შეცვალონ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიიღონ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია!

იუსტიციის სახლი − მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულება საქართველოში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა

Wednesday, 16 January 2019

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების ახალი სტანდარტი იუსტიციის სახლში − მეტი ხელმისაწვდომობა 400-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისზე; სპეციალურად იუსტიციის სახლის სერვისებზე წვდომისათვის შექმნილი ახალი ჟესტები 400 ტერმინისათვის; გადამზადებული, თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარებით აღჭურვილი 750 თანამშრომელი და სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც იუსტიციის სახლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტს ნერგავს − იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას პროექტის − „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ − შედეგები გააცნო. ღონისძიებას ესწრებოდნენ შვედეთის ელჩი საქართველოსა და სომხეთში ულრიკ თიდესტრომი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში - მუნხტუია ალთანგერელი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის თემებზე მედიის წარმომადგენლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

Monday, 24 December 2018

იუსტიციის სახლმა, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ ფარგლებში განხორციელებული მიღწევები ჟურნალისტებს ყვარლის სასწავლო ცენტრში გამართულ მედიასემინარზე გააცნო. პროექტის განხორციელება იუსტიციის სახლმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 2018 წლის ივნისიდან დაიწყო. პროექტის ძირითად მიმართულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების საკითხში იუსტიციის სახლის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება წარმოადგენს

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, შშმ პირები პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს უფასოდ მიიღებენ

Friday, 07 December 2018

აქციის შესახებ თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, სრულწლოვნებისათვის პასპორტისა და პირადობის მოწმობების აღება სრულიად უფასო იქნება, არასრულწლოვნები კი, შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში უფასოდ პირადობის ელექტრონულ მოწმობებს მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები აქციით სარგებლობას 2018 წლის 10 დეკემბრიდან 2019 წლის 10 იანვრამდე შეძლებენ

შშმ პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად იუსტიციის მინისტრმა შშმ პირებისთვის გამარტივებული სერვისის შესახებ ბრძანება გამოსცა

Monday, 03 December 2018

3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე შშმ პირებისთვის ყველაზე ადაპტირებულ საჯარო დაწესებულებას საქართველოში - იუსტიციის სახლს - გაერო-ს ოფისის ხელმძღვანელსა და შვედეთის ელჩთან ერთად ეწვია. მიხეილ სარჯველაძემ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს იუსტიციის მინისტრის ახალი ინიციატივა გააცნო, რომელიც შშმ პირებისათვის სანოტარო სერვისების გამარტივებას ითვალისწინებს

ახალქალაქის ახლადგახსნილი იუსტიციის სახლი არქიტექტურის საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო სამეულში მოხვდა

Friday, 30 November 2018

ახალქალაქის იუსტიციის სახლი არქიტექტორთა სართაშორისო ფესტივალის „არქიტექტურული პრემია 2018“-ზეა წარდგენილი. ნაგებობა „საუკეთესო საზოგადოებრივი შენობა“ ნომინაციაში შერჩეულ სამ საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა

იუსტიიციის სახლი პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შუალედური ანგარიშით წარდგა

Thursday, 22 November 2018

იუსტიციის სახლმა, პროექტის „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ შუალედური ანგარიში დღეს მედიას და საზოგადოებას წარუდგინა. პროექტის უმთავრეს ამოცანას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სახელმწიფო სერვისების კიდევ უფრო ეფექტიანად მიწოდება წარმოადგენს

იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირებას აბონენტები ადგილზევე შეძლებენ

Wednesday, 21 November 2018

21 ნოემბერს, თბილისის იუსტიცის სახლში ახალი სერვისის პრეზენტაცია იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გივი აზაურაშვილმა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ ირინა მილორავამ გამართეს. სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებები

იუსტიციის სახლში ჟესტური ენის გამოყენებით პირველი სერვისი გაიცა

Wednesday, 14 November 2018

დღეს იუსტიციის სახლმა, თავისი არსებობის მანძილზე პირველად, სერვისი ჟესტურ ენაზე გასცა. ჟესტურ ენაზე მომსახურება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც იუსტიციის სახლის რამდენიმე ათეულმა ოპერატორმა, სპეციალური სწავლების პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომზადება გაიარა. იუსტიციის სახლის სერვისები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ამით კიდევ უფრო მეტად ადაპტირებული გახდა