ჩვენ იუსტიციის სამინისტროს სისტემის უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული გაძლიერება შევძელით

Wednesday, 20 March 2019

მუშაობის  შედეგად, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა შევძელით-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ცნობილიათუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების სწრაფადხარისხიანად და მათი საცხოვრებელი ადგილისმახლობლად, ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდებასამიტომაც, ჩვენ ორი მიმართულებით ვიმუშავეთპირველ რიგშიეს იყო  იუსტიციის სამინისტროსსისტემის უპრეცედენტოდ მასშტაბური  ინფრასტრუქტურული გაძლიერება და  არსებულ სერვისებზე ახალი სერვისების დამატება იმისთვისრომმოქალაქეებს ერთი, ან მეტი სერვისის მისაღებად  რამდენიმე ადგილას არ უწევდეთ სიარული.  ეს პროცესი, როგორც ბოლო წლის მანძილზე, ისე  შარშან დაწელსაც გრძელდებ ჩვენ იუსტიციის ინფრასტრუქტურაში გასაცემი სერვისების ნუსხას დავამატეთ სხვადასხვა საჯარო უწყების 60-ზე მეტი  და 10-მდეკერძო სექტორის სერვისი, რომელთა ჩამონათვალი სახეზეა.