სახელმწიფო სერვისების საერთაშორისო ფორუმი ქალაქ ჯაკარტაში

Friday, 09 November 2018

ინდონეზიის რესპუბლიკის მიწვევით, 2018 წლის 7-8 ნოემბერს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის დირექტორი მარიამ ლაცაბიძე მოხსენებით წარდგა ინდონეზიის რესპუბლიკაში, ქალაქ ჯაკარტაში ორგანიზებულ სახელმწიფო სერვისების საერთაშორისო ფორუმზე. ადმინისტრაციის დირექტორმა სხვადასხვა სახელმწიფოებისა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს გააცნო იუსტიციის სახლის კონცეფცია, ასევე, სახელმწიფო სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდებისა და ხელმისაწვდომობისათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ  განხორციელებული რეფორმების შედეგები.

შეგახსენებთ, რომ  მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (“IFC”) კვლევის - “Doing Business - 2019” მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველომ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია და მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზეა. ხოლო, იუსტიციის სახლი სახელმწიფო სერვისების მიწოდების მაღალი ხარისხით, მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს.