იუსტიციის სახლის ვებგვერდს დღეიდან აფხაზურენოვანი ვერსია შეემატა

Monday, 14 September 2015

იუსტიციის სახლის ახალ ვებ-გვერდს აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა. უკვე შესაძლებელია, იუსტიციის სახლის სერვისების შესახებ ჩვენმა მოქალაქეებმა ინფორმაცია აფხაზურ ენაზეც მიიღონ. 

კერძოდ, იუსტიციის სახლის საიტზე, აფხაზურ ენაზე მომხამარებელი მოიძიებს სერვისების განვითარების სააგენტოს, საჯარო რეესტრის ეროვნული საგენტოს, ნოტარიუსთა პალატის, აღსრულების, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და  სხვა იმ სერვისებს, რომესლსაც იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ერთი ფანჯრის პრინციპით, იუსტიციის სახლის მეშვეობით გასცემენ. 

აფხაზურ ენაზე დეტალურად არის აღწერილი პასპორტის, პირადობის, ასევე პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ქორწინების, დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაციის, მოქალაქეობის მინიჭების, სახელისა და გვარის შეცვლის, საკუთრების უფლების რეგისტრაციის, მემკვიდრეობის საკითხების და სხვა საჭირო სერვისების შესახებ ინფორმაცია. სერვისების მიღებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის ჩამონათვალი, ასევე გაცემის ვადები და სხვა საჭირო ინფორმაცია. 

აღსანიშნავია, რომ აფხაზურ ენაზე მზადდება იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდიც, რომელიც უახლოეს პერიოდში ასვე ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. იუსტიციის სახლის ვებგვერდის აფხაზურენოვანი ვერსია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით მომზადდა.