თბილისის იუსტიციის სახლს ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია. სტუმარს მასპინძლობა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ და იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ გაუწიეს. შეხვედრის ფარგლებში სტუმარი დეტალურად გაეცნო, თუ რას ეფუძნება ბრენდის წარმატება და რა ნაბიჯები გადაიდგა აღნიშნული შედეგების მისაღწევად. ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღო ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც.
სიახლეები