იუსტიციის სახლი საზღვარგარეთ წასვლის მსურველ მოქალაქეს კომფორტისთვის მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს. იუსტიციის სახლის 22 ფილიალში მისულ მომხმარებელს საშუალება აქვს საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ერთ სივრცეში მიიღოს: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, იქვე დააზღვიოს სამგზავრო დოკუმენტი, მიიღოს სამოგზაურო დაზღვევა და აიღოს საერთაშორისო სიმ ბარათი, რომელიც მას 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოადგება. სიმ ბარათის სერვისით უკვე 783-მა მომხმარებელმა ისარგებლა. ამ სერვისის დანერგვის ინიციატივა ეკუთვნის იუსტიციის სახლს, რომელმაც ახალი მომსახურების მომწოდებელი მობილური ოპერატორი - „გლობალსელი“ აუქციონის წესით შეარჩია. გამარჯვებული კომპანია მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ ბარათებს განსაკუთრებული პირობებით და სპეციალურ ფასად სთავაზობს.
მომხმარებლებს საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენა 15 ლარად შეუძლიათ. ბარათი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს: დაფარვის ზონა - 200-ზე მეტი ქვეყანა; უფასო შემომავალი ზარები - 150-მდე ქვეყანა; გამავალი ზარი - 0.09 დოლარიდან; უფასო შემომავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – მთელ მსოფლიოში; გამავალი მოკლე ტექსტური შეტყობინება (SMS) – 0.05 დოლარიდან; მობილური ინტერნეტი - 140-მდე ქვეყანა; GPRS 1MB – 0.005 დოლარიდან; მუდმივი ნომერი; არანაირი სააბონენტო გადასახადი.საერთაშორისო სიმ ბარათის შეძენა შეუძლია ყველა სრულწლოვან მოქალაქეს იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში.
სიახლეები