ევროპალატის პრეზიდენტი რიჩარდ ვებერი თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

Wednesday, 18 November 2015

ევროპალატის პრეზიდენტი რიჩარდ ვებერი თბილისის იუსტიციის სახლს ესტუმრა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
რიჩარდ ვებერს მეგზურობა თბილისის იუსტიციის სახლის აღმსარულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გივი აზაურაშვილმა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა გაუწიეს.
ევროპალატის პრეზიდენტი იუსტიციის სახლის საქმიანობის პრინციპებსა და პროცედურებს გაეცნო, მათ შორის, იმას, თუ როგორ ხდება, კომპანიის დარეგისტრირება. რიჩარდ ვებერს სიმბოლური სამახსოვრო ქართული პასპორტიც გადასცეს.
"პირველად ვარ საქართველოში და აღმოვაჩინე რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო რამ ნებისმიერი ერისთვის. ამის შესახებ ბრიუსელში ვეტყვი ხალხს, რომ წავიდნენ საქართველოში და ნახონ ყველა სერვისი ერთ სივრცეში, ყველაფერი ერთ დღეში. ეს არის ფანტასტიური", - განაცხადა ვებერმა.