იუსტიციის სახლს შრილანკას დელეგაცია ეწვია

Wednesday, 23 October 2019

იუსტიციის სახლს შრილანკას სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს მდივანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს, ასევე ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც

აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი

Tuesday, 22 October 2019

იუსტიციის სახლს აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი - შიშინ ჩენი, დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს, ასევე ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც

იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების შეტანის სერვისით 13 000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა

Thursday, 10 October 2019

იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიღების პროცესის გამარტივებაზე. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემები ამ დრომდე 13 318-მა მომხმარებელმა დააფიქსირა. სემეკისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლობის შედეგად, იუსტიციის სახლში დაინერგა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომპანიების მომსახურებები. კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების დაფიქსირება აბონენტებს იუსტიციის სახლის 23-ვე ფილიალში შეუძლიათ

კარგი მმართველობის ფონდის წარმომადგენლების ვიზიტი

Wednesday, 02 October 2019

იუსტიციის სახლს კარგი მმართველობის ფონდის (Good Governance Fund) ყოველწლიური კონფერენციის წევრები ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს, ასევე ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც

იუსტიციის სახლს სომხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია

Wednesday, 25 September 2019

იუსტიციის სახლი სომხეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის ვიცეპრეზიდენტმა - ლენა ნაზარიანმა დელეგაციასთან ერთად დაათვალიერა. ვიზიტის ფარგლებში დელეგატები გაეცნენ ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპებს, ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც

იუსტიციის სახლი სიერა-ლეონეს რესპუბლიკის დელეგაციამ დაათვალიერა

Monday, 23 September 2019

იუსტიციის სახლს სიერა-ლეონეს რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის ოპერაციების დირექტორმა - ნატალია აბაშმაძემ უმანსპინძლა და გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები

იუსტიციის სახლს გვატემალას დელეგაცია ეწვია

Tuesday, 03 September 2019

იუსტიციის სახლს გვატემალას საგარეო საქმეთა მინისტრი - ქალბატონი სანდრა ხოველ პოლანკო, დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა და ოპერაციების დირექტორმა ერთად უმანსპინძლეს და გააცნეს ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

Monday, 02 September 2019

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ქალაქ ზუგდიდში, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დღეს დაიწყო. განაცხადების შევსება დევნილის სტატუსის მქონე პირებს მხოლოდ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ. განაცხადების მიღება 2019 წლის 2 სექტემბრიდან დაიწყო და 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება

იუსტიციის სახლს სან-ტომე და პრინსიპის დელეგაცია ეწვია

Thursday, 29 August 2019

იუსტიციის სახლს სან-ტომე და პრინსიპის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი - ბატონი დელფიმ სანტიაგო დას ნევე, დელეგაციასთან ერთად ეწვია. დელეგაციის წევრებს იუსტიციის სახლის ოპერაციების დირექტორმა უმანსპინძლა და გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები

იუსტიციის სახლში კომუნალური გადასახადების ქვითრებში სწორი მონაცემების შეტანის სერვისით სარგებლობა კიდევ უფრო მეტ აბონენტს შეეძლება

Tuesday, 13 August 2019

იუსტიციის სახლი მუდმივად ზრუნავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ერთ სივრცეში მიწოდების პროცესის გამარტივებაზე. ამჯერად, კომუნალური გადასახადების ქვითრებში და ენერგორესურსების გამანაწილებელი კომპანიების მონაცემთა ბაზებში სწორი მონაცემების დაფიქსირება ნაცვლად ათისა, უკვე 28 კომპანიაში გახდა შესაძლებელი