პროექტი „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სერვისების მიწოდების სისტემის გაუმჯობესებისთვის“

Friday, 05 February 2016

იუსტიციის სახლში,    პროექტის  „თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სერვისების მიწოდების სისტემის გაუმჯობესებისთვის“ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.   პროექტი  იუსტიციის სახლში არსებული სერვისების მიწოდების კიდევ უფრო გამარტივებას ისახავს მიზნად.  

 

პროექტში რამდენიმე უნივერსიტეტის 20 წარმატებული სტუდენტია ჩართული. პროგრამა  რამდენიმე ეტაპს მოიცავს: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და სხვა  უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებისთვის  თბილისის იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტური მოეწყო; სტუდენტები იუსტიციის სახლში არსებულ სერვისებსა და მათი მიწოდების პრინციპებს გაეცნენ; შეხვედრის მონაწილეებმა ისმჯელეს: JustCafe, JustDrive, რიგის მართვის, დოკუმენტების მოწოდების, იუსტიციის სახლის ვებგვერდის, სატელეფონო აპლიკაციის, Call Center-ის Online კომუნიკაციასა და სხვა საკითხებზე. 

 

სტუდენტებმა  მოქალაქეებისთვის სერვისების მიწოდების გამარტივების კუთხით სამომავლო დამატებითი შესაძლებლობების მოძიების საკითხებზეც იმსჯელეს.

პროექტის მორიგ ეტაპზე სტუდენტების წინადადებების აკუმულირება და საუკეთესო იდეების გამოვლენას მოხდება. ყველაზე აქტიურ სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

 

აღსანიშნავია, ის, რომ იუსტიციის სახლი მუდმივად ეძებს ახალ გზებს იმ მიზნით, რომ კიდევ უფრო კომფორტული გახადოს სერვისების მიწოდების სისტემა მოქალაქეებისთვის. ამდენად, აღნიშნულ პროცესში საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ნაწილის - სტუდენტების ჩართულობა იუსტიციის სახლისთვის მნიშვნელოვანია.

 

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტები სამომავლოდ სერვისების გამატივებისკენ მიმართული წინადადებების მომზადებას შეძლებენ, პროექტის ბოლო ეტაპზე, იუსტიციის სახლი აღნიშნული ინიციატივის ხელშეწყობას მოახდენს.