იუსტიციის სახლში კიდევ ერთი ინოვაციური სერვისის, სამოგზაურო დაზღვევის მიღებაა შესაძლებელი

Tuesday, 20 October 2015

იუსტიციის სახლში  კიდევ ერთი ინოვაციური სერვისის,  სამოგზაურო დაზღვევის მიღებაა შესაძლებელი.  იუსტიციის სახლი პირველი სახელმწიფო უწყებაა, რომელიც კერძო სექტორის სერვისების გაცემა დაიწყო. 

სადაზღვევო პოლისები კომპანია „უნისონს“ ეკუთვნის, რომლის შერჩევაც საჯაროდ შეთავაზების საფუძველზე განხორციელდა. თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას იუსტიციის სახლსა და კომპანია „უნისონს“ შორის დღეს მოეწერა ხელი.

იუსტიციის სახლში პასპორტის ასაღებად მოსულ მომხმარებელს ოპერატორი სამოგზაურო დაზღვევის პოლისსაც შესთავაზებს, თუმცა პოლისის მიღება ნებისმიერ სხვა მომხმარებელსაც შეუძლია.   „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევა ორნაირია და მოიცავს, როგორც სამოგზაუროდ საჭირო რაოდენობის დღეების დაზღვევას, რომლის ღირებულებაც დღეში 0.74 თეთრია ისე 1 წლიან მულტი პოლისს, რომელიც 65 ლარია.      

ინოვაციურ სერვისზე მუშობა იუსტიციის სახლში უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მოსამზადებელი სამუშაოებისას დეტალურად გაიწერა მომსახურების პროცედურა და სხვა ისეთი ბიზნეს პროცესები, რაც იუსტიციის სახლისთვის ჩვეული ხარისხიანი მომსახურების გაწვევისთვის არის საჭირო.

იუსტიციის სახლში კომპანია „უნისონის“ სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეუძლია ყველა მომხმარებელს მათ შორის უცხოელებსაც . პოლისის მისაღებად კი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენაა აუცილებელი.

ამასთანავე, კომპანია „უნისონი“ იუსტიციის სახლის მომხმარებელს დამატებით მომსახურებასაც შესთავაზებს, მათ შორის: ბარგის დაკარგვა/დაგვიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება, პასპორტის დაკარგვის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება, დაზღვეულის ოჯახის წევრის გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ვიზიტის ხარჯების ანაზღაურება და თვითმფრინავის ბილეთის გაუქმების რისკის დაზღვევა.

მომხმარებელს, რომელიც იუსტიციის სახლში 1 წლიან მულტი პოლისს შეიძენს, 1 თვიანი კონსიერჟ ბარათი (მომსახურება მოგზაურთათვის ტურისტული, გასართობი, ბიზნეს ღონისძიებების რეზერვაცია) საჩუქრად გადაცემა.