Wednesday, 20 March 2019
“მუშაობის შედეგად, უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული გაძლიერება და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა შევძელით”-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ცნობილია, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისების სწრაფად, ხარისხიანად და მათი საცხოვრებელი ადგილისმახლობლად, ხელმისაწვდომ პირობებში მიწოდებას. ამიტომაც, ჩვენ ორი მიმართულებით ვიმუშავეთ: პირველ რიგში, ეს იყო იუსტიციის სამინისტროსსისტემის უპრეცედენტოდ მასშტაბური ინფრასტრუქტურული გაძლიერება და არსებულ სერვისებზე ახალი სერვისების დამატება იმისთვის, რომმოქალაქეებს ერთი, ან მეტი სერვისის მისაღებად რამდენიმე ადგილას არ უწევდეთ სიარული. ეს პროცესი, როგორც ბოლო 6 წლის მანძილზე, ისე შარშან დაწელსაც გრძელდება. ჩვენ იუსტიციის ინფრასტრუქტურაში გასაცემი სერვისების ნუსხას დავამატეთ სხვადასხვა საჯარო უწყების 60-ზე მეტი და 10-მდეკერძო სექტორის სერვისი, რომელთა ჩამონათვალი სახეზეა.