მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია

Monday, 01 October 2018

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.

საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი სრული ჩამონათვალი იხილეთ აქ: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4277583

ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში სუბიექტის საქმიანობის რეგისტრაციის მოთხოვნით მომსახურების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში. საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისთვის განცხადების წარმომდგენმა უფლებამოსილმა პირმა უნდა იცოდეს საქართველოს მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილებით დამტკიცებული მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალიდან რომელ საქმიანობას ახორციელებს სუბიექტი და ამ სუბიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://napr.gov.ge/p/1788