საქართველოს პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება.

Friday, 18 September 2015

საქართველოს პასპორტი 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით 100 ლარის ნაცვლად 70 ლარი ეღირება.

✔10 წლიანი მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური აქციის პერიოდში იქნება 70 ლარი. პასპორტი გაიცემა განაცხადის მიღებიდან მეათე სამუშაო დღეს.

✔აქციით სარგებლობა შეუძლია 18 წელს მიღწეულ საქართველოს მოქალაქეს, ვისაც აქვს სურვილი აიღოს ან შეცვალოს პასპორტი.

აქციის პირობები არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ბიომეტრიული პასპორტის მისაღებად სარგებლობენ კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათებით (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები - პასპორტი გაიცემა უფასოდ; საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები- პასპორტი გაიცემა უფასოდ; ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები –პასპორტის საფასური 50 ლარი; მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები – –პასპორტის საფასური 50 ლარი; უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია-პასპორტი გაიცემა უფასოდ; არასრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე – პასპორტის საფასური 50 ლარი).

✔პასპორტის მისაღებად განაცხადის ჩაბარება მოქალაქეს შეუძლია ნებისმიერ: იუსტიციის სახლის ფილიალში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში, საზოგადოებრივ ცენტრში და ექსპრესს საზოგადოებრივ ცენტრში.

✔პასპორტისათვის საჭირო ბიომეტრიული ფოტოსურათის ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

✔აქციის პირობებით სარგებლობის შემთხვევაში (10 წლიანი პასპორტის მიღებისას) , დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გარდა, მოქალაქეს გაუუქმდება ადრე გაცემული ყველა სხვა მოქმედი პასპორტი.

✔შეღავათი არ ვრცელდება მეორე და მომდევნო აქტიური პასპორტის გაცემაზე, აღნიშნული დოკუმენტის საფასური შეადგენს 50 ლარს. მისი გაცემის შემთხვევაში პასპორტის მოქმედების ვადა არის 1 წელი და არ უქმდება ადრე გაცემული პასპორტები.

✔აქციის პირობები ასევე ვრცელდება სტუდენტის სტატუსის მქონე სრულწლოვან პირებზე. მათ მიმართ 10 წლის მოქმედების ვადის მქონე ბიომეტრიული პასპორტის გაცემისათვის საფასური განისაზღვრება 70 ლარის ოდენობით.

✔დაჩქარებული მომსახურების მიღების შემთხვევაში, მოქალაქემ პასპორტის საფასურთან ერთად (70 ლარი) დამატებით უნდა გადაიხადოს დაჩქარებული მომსახურების შესაბამისი საფასური: პასპორტის მიღება განაცხადის ჩაბარების დღეს - 105 ლარი; პასპორტის მიღება განაცხადის ჩაბარებიდან მეორე სამუშაო დღეს : 90 ლარი; პასპორტის მიღება განაცხადის მიღებიდან მესამე სამუშაო დღეს - 50 ლარი; პასპორტის მიღება განაცხადის მიღებიდან მეხუთე დღეს - 20 ლარი.