„სსიპ იუსტიციის სახლი აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვის თაობაზე იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სამოგზაურო დაზღვევის სერვისის დანერგვის შესახებ.

Tuesday, 22 September 2015

„სსიპ იუსტიციის სახლი აცხადებს მოწვევას ინტერესთა გამოხატვის თაობაზე იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში სამოგზაურო დაზღვევის  სერვისის დანერგვის შესახებ. აღნიშნული სერვისის დანერგვის მიზნით, იუსტიციის სახლმა უნდა  განახორციელოს სადაზღვევო კომპანიის შერჩევა. ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევით იუსტიციის სახლი იწვევს სადაზღვევო კომპანიებს, გამოხატონ სამოგზაურო დაზღვევის  სერვისის დანერგვასთან დაკავშირებით შერჩევაში მონაწილეობის მიღების სურვილი. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი დოკუმენტაცია დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ, იუსტიციის სახლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის 20 ივლისიდან 2015 წლის 05 აგვისტომდე“.