15 ოქტომბერი იუსტიციის სახლის დღედ გამოცხადდა.

Monday, 17 October 2016

იუსტიციის სახლის ფილიალების გადაწყვეტილებით, 15 ოქტომბერი იუსტიციის სახლის დღედ გამოცხადდა. თარიღი, წელს პირველად თბილისის იუსტიციის სახლში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა.

საზეიმო თარიღი იუსტიციის სახლის თანამშრომლებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პირადად მიულოცა. ღონისძიებას იუსტიციის სახლის ცხრამეტივე ფილიალის თანამშრომლებთან ერთად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის სხვადასხვა უწყებიდან მოწვეული სტუმრები და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ არსებობის ბოლო 4 წლის მანძილზე იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მაღალი სტანდარტით ყველა ფილიალმა ერთად 16 მილიონზე მეტი მომხმარებელი მიიღო.

ბოლო 3 წელიწადში იუსტიციის სახლებს 7 ახალი ფილიალი შეემატა. 400-მდე სერვისით სარგებლობა უკვე ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგის, ბორჯომის, ლაგოდეხისა და ონის მცხოვრებთაც შეუძლიათ. უახლოეს ხანში კი იუსტიციის სახლის მორიგი ფილიალი ახალქალაქშიც გაიხსნება. ამჟამად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სულ 19 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. სიმბოლურია ისიც, რომ სწორედ დღეს, 2015 წელს გახსნილი თიანეთის იუსტიციის სახლი არქიტექტორთა სართაშორისო ფესტივალის მიერ საუკეთესო საზოგადოებრივი ნაგებობად დასახელდა.