სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მიღება დღეიდან იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში შესაძლებელია

Monday, 02 November 2015

2 ნოემბრიდან, მომხმარებელს, საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა იუსტიციის სახლში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისებით  სარგებლობა შეეძლება.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება  სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა“ და „იუსტიციის  სახლს“ შორის დღეს მოეწერა ხელი. ურთიერთ თანამშრომლობა შესაძლებელს გახდის   კიდევ უფრო გაუმჯობესდეს საჯარო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომი გახდეს სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებული სერვისები. იუსტიციის სახლი მომხმარებელს ჩვეული მაღალი ხარისხით, მინიმალურ დროში მოემსახურება.

მოქალაქეებს დღეიდან  უკვე შეუძლიათ, ისარგებლონ სააგენტოს ისეთი მოთხოვნადი სერვისებით, როგორიცაა სახელმწიფო ქონების პრივატიზება, იჯარა, მართვის უფლებით გადაცემა და სხვა. მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონულ ცენტრში, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში: ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი, გურჯაანი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, თელავი, ახალციხე, ყვარელი, გორი, მესტია, მარნეული, თიანეთი. ამის პარალელურად, ფუნქციონირებას განაგრძობენ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ რეგიონალური სერვის-ცენტრებიც.

აქამდე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისები სატესტო რეჟიმში მხოლოდ მარნეულის იუსტიციის სახლში იყო ხელმისაწვდომი.