იუსტიციის სახლი ტაჯიკეთის დელეგაციამ დაათვალიერა

Wednesday, 11 December 2019

იუსტიციის სახლს ტაჯიკეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის მოადგილე და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები  ეწვივნენ. დელეგაციის წევრებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ - ბატონმა მიხეილ სარჯველაძემ, იუსტიციის სახლის ოპერაციების დირექტორთან ერთად უმანსპინძლა და გააცნო ორგანიზაციის საქმიანობის პრინციპები. დელეგაციის წევრებმა ინფორმაცია მიიღეს ინოვაციური სერვისებისა და სამომავლოდ დასანერგი სიახლეების შესახებაც.

ტაჯიკეთის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები საქართველოში იმყოფებიან  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, პროექტის - „ტაჯიკეთში სამოქალაქო რეესტრის სისტემის რეფორმის“ ფარგლებში.