პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

Thursday, 11 October 2018

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის 2019 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება

ბათუმში დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი 8-19 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება

Monday, 08 October 2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების მეორე ეტაპი დაიწყო. განაცხადების შევსება დევნილის სტატუსის მქონე პირებს მხოლოდ იუსტიციის სახლის ფილიალებში შეეძლებათ

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე განაცხადების მიღება 5 ოქტომბერს სრულდება

Thursday, 04 October 2018

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვისის - გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების თაობაზე, განაცხადების მიღება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში 25 სექტემბერს დაიწყო და 5 ოქტომბერს დასრულდება

იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, 1959 წლამდე დაბადებული მოქალაქეები თავიანთი ფაქტობრივი სახელის შენარჩუნებასთან დაკავშირებული ყველა საფასურისგან გათავისუფლდნენ

Tuesday, 02 October 2018

იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, 1959 წლის 1-ლ იანვრამდე დაბადებული საქართველოს მოქალაქეები თავიანთ საბუთებში სახელთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას ყველა, მათ შორის, ახალი მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის მე-10 სამუშაო დღეს აღებასთან დაკავშირებული, საფასურისგან თავისუფლდებიან. ეს შეღავათი ერთჯერადად მოქმედებს და 2025 წლის 1-ლ ოქტომბრამდე იქნება ძალაში

მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია

Monday, 01 October 2018

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარეობს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი საქმიანობების რეგისტრაცია

Friday, 28 September 2018

• „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც ახორციელებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია. აკრძალულია მომეტებული საფრთხის შემცველი მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელება.

იუსტიციის სახლში ყველა სერვისის გაცემა აღდგა

Tuesday, 25 September 2018

იუსტიციის სახლში სერვისების მიწოდება ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მიმდინარეობს და მზადაა მომხმარებელს კვლავ ჩვეულ რეჟიმში მოემსახუროს. ინტერნეტ პროვაიდერის ცენტრალური კაბელის დაზიანების გამო, დღის განმავლობაში, იუსტიციის სახლში, მომსახურების პროცესი რიგ სერვისებზე შეფერხებული იყო.

იუსტიციის სახლის განცხადება

Tuesday, 25 September 2018

ინტერნეტ პროვაიდერის ცენტრალური კაბელის დაზიანების გამო, იუსტიციის სახლებში რიგი სერვისების მიწოდება შეფერხდა. კომპანია „სილქნეტის“ ინფორმაციით, ინტერნეტ პროვაიდერის კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური სადენი მექანიკურად დაზიანდა. კაბელის დაზიანების გამო, თბილისის იუსტიციის სახლს ინტერნეტის მიწოდება დღეს 10:53 საათზე შეუწყდა, რის გამოც რიგი სერვისების გაცემა შეფერხდა. კერძოდ, საუბარია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ეროვნული არქივის, ნოტარიუსთა პალატისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს ზოგიერთ სერვისზე.

უძრავი ქონების რემონტის დაზღვევა − იუსტიციის სახლის განახლებული სერვისი მოქალაქეებისთვის

Friday, 07 September 2018

იუსტიციის სახლი სახელმწიფო თუ კერძო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე კვლავ ზრუნავს და ამჯერად მომხმარებლებს უძრავი ქონების რემონტის დაზღვევის განახლებულ პაკეტს სთავაზობს. იუსტიციის სახლი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ქონების რეგისტრაციასთან ერთად ის კომფორტულ გარემოში ერთ სივრცეში სწრაფად და მარტივად დააზღვიონ.

ატესტატების გაცემა დაიწყო სკოლადამთავრებულებს დღეიდან იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განათლების დამადასტურებელი ატესტატების მიღება შეეძლებათ.

Tuesday, 26 June 2018

როგორც იუსტიციის სახლის აღმსარულებელმა დირექტორმა, გივი აზაურაშვილმა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მიმდინარე წელს 12-კლასდამთავრებული 40 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს – განაცხადის წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.