იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე მეტ ადამინს გაუწია მომსახურება

Thursday, 04 February 2016

იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების სამსახურმა ერთი წლის განმავლობაში ნახევარ მილიონზე  მეტ ადამინს გაუწია მომსახურება. 2015 წლის 1 იანვრიდან მიმდინარე წლის პირველ იანვრამდე სამსახურში 581 577 ზარი შემოვიდა.

ყველაზე ხშირად მომხმარებელი პირადობის მოწმობისა და პასპორტების მიღების პროცედურასთან დაკავშირებულ კატეგორიას ირჩევდა. სატელეფონო მომსახურების სამსახურს აღნიშნულ საკითხზე 131441 მოქალაქე დაუკავშირდა, 88 908-მა ადამიანმა კი სამსახურს ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურების გარკვევის მიზნით  მიმართა. ამავე პერიოდში, 38 895-ზე მეტი მომხმარებელი ქორწინება/დაბადების მოწმობის გაცემის საკითხებით დაინტერესდა.

იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების სამსახურს ათობით ათასი მოქალაქე  ქონების რეგისტრაციის (77 013 ზარი) საკითხებისა და მოქალაქეობა/მიგრაციის (27 964 ზარი) პროცედურების გარკვევის მიზნით დაუკავშირდა. აპოსტილი/ლეგალიზაციის სერვისის მიღების სურვილი 5 646-მა ადამიანმა გამოთქვა. სტატისტიკის თანახმად, სატელეფონო მომსახურების  სერვისით ყველაზე მეტმა მოქალაქემ გასული წლის ივნისში ისარგებლა სულ შემოვიდა 63 393 ზარი. 

იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მოქალაქეებს სამსახურთან დაკავშირება მათთვის სასურველ დროს შეუძლიათ ტელეფონის ნომერზე +995 32 405 405.