იუსტიციის სახლმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების და ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესახებ ტრენერთა ტრენინგი დაასრულა

Wednesday, 04 March 2020

იუსტიციის სახლმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების და ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესახებ ტრენერთა ტრენინგი დაასრულა

იუსტიციის სახლმა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების და სერვისის გაცემის პროცესში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების შესახებ ტრენერთა ტრენინგი დაასრულა. სასწავლო კურსი იუსტიციის სახლის 16-მა თანამშრომელმა გაიარა.

ტრენერთა ტრენინგი იუსტიციის სახლის პროექტის - „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის - მეორე ეტაპი“ - ფარგლებში იუსტიციის სასწავლო ცენტრის ჩართულობით ჩატარდა. აღნიშნული პროექტი იუსტიციის სახლში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის მთავრობის და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის UK aid-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ორი სახელმძღვანელო/გზამკვლევი - ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურება იუსტიციის სახლში და მომხმარებელთა შორის ძალადობის ფაქტების გამოვლენა და მათზე რეაგირება იუსტიციის სახლში. ამ დოკუმენტებზე დაყრდნობით შემუშავდა ტრენინგ მოდულები, რომლის საფუძველზეც იუსტიციის სახლის 7 თანამშრომელი, დარგის ექსპერტებთან ერთად უზრუნველყოფენ იუსტიციის სახლის 850-მდე თანამშრომლისათვის ტრენინგების ჩატარებას.

ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა მომსახურების, სერვისის გაცემის პროცესში ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და მათზე დროული რეაგირების საკითხებზე იუსტიციის სახლის თანამშრომელთა მაღალი ცნობიერება და საჭიროებებზე მორგებული ცოდნა, მომსახურების პროცესს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს და ადაპტირებულს გახდის.

შემუშავებული ტრენინგ მოდულები იქნება იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს.

იუსტიციის სახლისთვის უმნიშვნელოვანესია, სახელმწიფო სერვისები თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს ყველა მომხმარებლისათვის, რისთვისაც მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი ქმედების განხორციელებას გეგმავს.