იუსტიციის სახლში CAF-ის დანერგვა

Thursday, 11 January 2024

საქართველოში მიმდინარე საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, იუსტიციის სახლმა დაიწყო ხარისხის მართვის საერთაშორისო მოდელის - შეფასების ერთიანი სისტემის (Common Assessment Framework - СAF) გამოყენებით, საქმიანობის შეფასების ახალ ციკლი.

"მობილური იუსტიციის სახლი“ უკვე სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობასაც მოემსახურება

Tuesday, 14 February 2023

„მობილური იუსტიციის სახლის“ გეოგრაფიული არეალი გაიზარდა. დღეიდან ის სამცხე-ჯავახეთის ხუთ სოფელსა და მათ შემოგარენში მცხოვრებ 10 000-მდე მომხმარებელს 470-ზე მეტ სერვისს მიაწვდის.

კანადელი და ბრიტანელი სტუმრები თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ესტუმრნენ.

Tuesday, 07 February 2023

სახელმწიფო სერვისების მიწოდების გამოცდილებას, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მოწვევით საქართველოში ვიზიტად მყოფი ლოკაციის კონსულტანტები თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლში გაეცნენ.

იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

Tuesday, 07 February 2023

იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს შორის მომხმარებლისათვის სააგენტოს სერვისების მიწოდების შესახებ თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

სსიპ „იუსტიციის სახლის“ პროექტისთვის – „მობილური იუსტიციის სახლი“ – საბანკო სექტორში მოქმედი პარტნიორის მოსაძიებლად

Thursday, 08 July 2021

იუსტიციის სახლი იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის ფარგლებში სახელმწიფო სერვისების უმრავლესობაა მოქცეული. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების, სხვადასხვა საჯარო უწყებისა და კერძო სექტორის 450 სერვისს აწვდის. იუსტიციის სახლის უმთავრეს მიზანს მომხმარებლისათვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძო სექტორის სერვისების მაღალი ხარისხით მიწოდება, სახელმწიფო მომსახურებების განვითარების ხელშეწყობა და მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი და ინოვაციური სერვისების შეთავაზება წარმოადგენს.

სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის – ატესტატის გაცემა დაიწყო.

Monday, 21 June 2021

აბიტურიენტები ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეძლებენ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადის გაკეთებას იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში.

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება.

Friday, 30 April 2021

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს 4-დან 11 მაისის პერიოდის უქმეებზეც მოემსახურება. ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.

იუსტიციის სახლი მომხმარებლისთვის შაბათსა და კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს

Friday, 26 March 2021

იუსტიციის სახლი 27 მარტიდან მომხმარებლისთვის შაბათსა და კვირას დაჩქარებული სერვისის მიწოდებას აღადგენს. დაჩქარებული, ერთდღიანი სერვისის მიღებას მომხმარებელი კვლავ სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში შეძლებს.

იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები მოქალაქეებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მოემსახურებიან

Monday, 23 November 2020

იუსტიციის სახლის ფილიალები და საზოგადოებრივი ცენტრები შაბათს და კვირას აღარ იმუშავებენ. 22:00 საათის შემდეგ კი, გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებლებს 09:00-დან 21:00 საათამდე ემსახურებიან. მუშაობის გრაფიკის ცვლილების მიზეზი კორონავირუსის გავრცელების პრევენციაა.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ

Sunday, 08 November 2020

9 ნოემბრიდან თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მომხმარებელს 21:00 საათამდე მიიღებენ. როგორც ცნობილია, იუსტიციის სახლები და საზოგადოებრივი ცენტრები ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეებისათვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდების მიზნით პირველი ივნისიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლების სამუშაო გრაფიკი გაიზარდა და ნაცვლად 09:00-დან 18:00 საათისა, 09:00-დან 24.00 საათამდე გასცემენ 4 000-ზე მეტ სერვისს; თუმცა, არსებული ეპიდსიტუაციის და 22:00 საათის შემდეგ ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვის გათვალისწინებით, განახლებული გრაფიკით გააგრძელებენ მუშაობას.